- 214
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ამერიკული დღეების ფესტივალში, რომელიც საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ამერიკული კულტურის, სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების სფეროში მოქმედი ყველა ინსტიტუციის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ფესტივალის ფარგლებში IBSU-ს სტუდენტებმა სხვადასხვა ტიპის სპორტულ-კულტურულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს, ინტერნაციონალიზაციის მიზნით, დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიუნხენის იურიდიული კომპანია – „Vlachopoulos Rechtsanwaltskanzlei“ -ის მთავარი იურისტი და კომპანიის პროკურისტი, თეა წიკლაური-რეგალი ესტუმრა. თეა წიკლაური-რეგალი ფაკულტეტის ადმინისტრაციას შეხვდა, შემდგომი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ასევე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა „კორპორაციათა რეგულირების თავისებურებებზე გერმანიაში“.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ევროპის 10-მდე წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიმდინარეობისას უცხოელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ კულტურას, წეს-ჩვეულებებს, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და მონაწილეობა მიეღოთ მათ შექმნაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის ზრუნავს საერთაშორისო დონეზე მოახდინოს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული პლატფორმის (SEEP) საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლა. SEEP-ის შეხვედრის გახსნის ღონისძიებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული 70-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი ევია კოტანი, პოლიტიკური განყოფილების მოადგილე, საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ, IBSU-ს რექტორი საფეთ ბაირაქთუთანი, GAU-ს პრეზიდენტი მაიკლ კაუგილი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ხატია ბუტიკაშვილი, DAAD-ის სტიპენდიით იმყოფებოდა გერმანიაში, დასავლეთ საქსონიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, ქალაქ ცვიკაუში. ვიზიტის ფარგლებში ის ეწვია კორნმარქტის მთავარ ბიბლიოთეკას და ცვიკაუ–შეფელშტრასეში, მის მეორე ფილიალს შნებერგში და ქალაქის უძველეს ბიბლიოთეკას , რომელიც 1481 წელს აგებულ შენობაშია განთავსებული . საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა დღესდღეობით მოიცავს 250 000-ზე მეტ რესურსს მოიცავს როგორიცაა ბეჭდური