- 272
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს საერთაშორისო კონფერენციას Global Town Hall, რომელიც ინდონეზიაში ჩატარდება. ღონისძიებას მსოფლიოს მასშტაბით მრავალი პარტნიორი ჰყავს და IBSU ერთ-ერთი მათგანია. კონფერენციის განმავლობაში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: მსოფლიოს მდგომარეობა 2022 წელს, გეოპოლიტიკური ტენდენციები, მსოფლიო ეკონომიკის განახლებები, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა რეგიონში და გლობალურად. Global Town Hall-ის მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის დისკუსიები და დებატები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ – რა? სად? როგორ? ღონისძიების განმავლობაში სტუდენტებმა დეტალური დეტალური ინფორმაცია მიიღეს გაცვლითი პროგრამების შესახებ, გაეცნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილ მობაილ აპლიკაციას, რომელიც საერთაშორისო პროგრამებისა და მოხალისეობრი პროექტების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარებათ. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და
6 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შეხვდა პირველკურსელებს. შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან. უნივერსიტეტის რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა საერთაშორისო სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მელიკ ალკანმა სტუდენტებს გააცნო საქართველო, ღირსშესანიშნავი ადგილები, უნივერსიტეტის მოკლე ისტორია და პროექტები, რომლებიც ხორციელდება უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. პუბლიკაცია ამის შესახებ იხ: www.interpressnews.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. IBSU ულოცავს როლანდს ამ დიდ წარმატებას. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. პუბლიკაცია ამის შესახებ იხ: www.interpressnews.ge