- 257
- 0
ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის შეხვედრა, სადაც დაფუძნდა ახალგაზრდული ინტერნეტ მმართველობის ფორუმიც. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფორუმის ერთ-ერთი წამყვანი თანადამფუძნებელი ქართული უნივერსიტეტია. შეხვედრას უნივერსიტეტის სახელით დაესწრო „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი. ახალგაზრდული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი ციფრული ტექნოლოგიების სფეროში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პროფესორები, რომლებსაც
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ნანობაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი თამარ ქარაზანიშვილი შეხვდნენ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. როგორც, ქეთევან ნანობაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემატურად იქნება თითოეული პროგრამის სტუდენტებთან, რადგან მათი ჩართულობა პროგრამის განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 23 ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი პროფესორის, ჯუდით ელიოტის სემინარი გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს თემაზე “რეფლექსია სადოქტორო კვლევის ჩატარების პროცესსა და პროცედურებზე”. მომხსენებელი, ჯუდით ელიოტი, განათლების მეცნიერებების დოქტორია კოგნიტურ განვითარებასა და განათლების სოციალურ კვლევებში. სემინარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ერასმუსის პრექტების შესახებ ინფორმაცია IBSU-ს სტუდენტებისგან გავიგე, ჩემი კურსელებისგან, მათი შთაბეჭდილებების შემდეგ დავინტერესდი და რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, სოციალურ ქსელში ვიპოვე ორგანიზაცია „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“, რომელიც ეძებდა მოხალისეებს ლატვიის ახალგაზრდულ ცენტრში დასაქმებისათვის. გამომდინარე იქედან, რომ ვიყავი ძალიან დაინტერესებული და მოტივირებული, თან მეტი გამოცდილება და სიახლე მჭირდებოდა, გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა.
ლიდერობა არ არის მარტივი და თავის არსში ბევრ შრომას, სიმამაცეს და რისკს გულისხმობს. სწორედ გამოსავლის პოვნა, პრობლემების გადაწყვეტა, მოვლენების, გარემოსა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა ეფექტური ლიდერობის აუცილებელი კომპონენტები. სანიმუშო და მისაბაძ პიროვნებად პოზიციონირება საქმიანობისა და ცხოვრების წესის ისე წარმართვას ნიშნავს, რომ თანამშრომლები, საზოგადოება და თვით მსოფლიოც კი უკეთესი გახდეს. ისწავლეთ როგორ გახდეთ უფრო წარმატებული ლიდერი,