- 203
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი პროფესორის, ჯუდით ელიოტის სემინარი გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს თემაზე “რეფლექსია სადოქტორო კვლევის ჩატარების პროცესსა და პროცედურებზე”. მომხსენებელი, ჯუდით ელიოტი, განათლების მეცნიერებების დოქტორია კოგნიტურ განვითარებასა და განათლების სოციალურ კვლევებში. სემინარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ერასმუსის პრექტების შესახებ ინფორმაცია IBSU-ს სტუდენტებისგან გავიგე, ჩემი კურსელებისგან, მათი შთაბეჭდილებების შემდეგ დავინტერესდი და რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, სოციალურ ქსელში ვიპოვე ორგანიზაცია „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“, რომელიც ეძებდა მოხალისეებს ლატვიის ახალგაზრდულ ცენტრში დასაქმებისათვის. გამომდინარე იქედან, რომ ვიყავი ძალიან დაინტერესებული და მოტივირებული, თან მეტი გამოცდილება და სიახლე მჭირდებოდა, გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა.
ლიდერობა არ არის მარტივი და თავის არსში ბევრ შრომას, სიმამაცეს და რისკს გულისხმობს. სწორედ გამოსავლის პოვნა, პრობლემების გადაწყვეტა, მოვლენების, გარემოსა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა ეფექტური ლიდერობის აუცილებელი კომპონენტები. სანიმუშო და მისაბაძ პიროვნებად პოზიციონირება საქმიანობისა და ცხოვრების წესის ისე წარმართვას ნიშნავს, რომ თანამშრომლები, საზოგადოება და თვით მსოფლიოც კი უკეთესი გახდეს. ისწავლეთ როგორ გახდეთ უფრო წარმატებული ლიდერი,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა Welcome Party ჩატარდა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პირველკურსელი სტიპენდიატები, რომლებიც IBSU-ში სრულიად უფასოდ მიიღებენ განათლებას
30 სექტემბერს, მთარგმნელთა და თარჯიმანთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ენების კლუბ Lingo Quest-ის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქართველი მწერალი და მთარგმნელი – ანა კორძაია-სამადაშვილი ესტუმრა. საჯარო ლექციის ფარგლებში სტუმარმა საკუთარი გამოცდილება და ლიტერატურული თარგმნის ხელოვნება გაუზიარა აუდიტორიას. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მოწვევით შედგა შეხვედრა “Coursera”-ს წარმომადგენელთან ბ/ნ ენდი ფულთან. უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრობლები გაეცნენ “Campus Coursera” -ს შესაძლებლობებს და მისი ინტეგრირების საშუალებებს სწავლების პროცესში.