- 20/07/2022
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 121
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობით, IBSU-ს კამპუსში უმასპინძლა საერთაშორისო სიმპოზიუმს „ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა და საქართველოში“. სიმპოზიუმი გახსნა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა. იგი მიესალმა სიმპოზიუმის მონაწილეებს და ისაუბრა სიმპოზიუმის გამორჩეულ მნიშვნელობაზე ეკონომიკური დანაშაულის კვლევის მიმართულებით. აგრეთვე მადლობა გადაუხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო. ღონისძიებაზე, საზეიმო ვითარებაში, 2022 წლის საბაკალავრო პროგრამებისა და 2020, 2021 და 2022 წლის სამაგისტრო სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა. მან მიულოცა კურსდამთავრებულებსა და მათ მშობლებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარმატებით დასრულება. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კურსდამთავრებულებსა და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებმა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის 2021-2022 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – International Collegiate Programming Contest) ნახევარფინალში მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვეს. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის II კურსის სტუდენტები გიორგი კიკნაველიძე, გიორგი ჭაბუკიანი, ლუკა რაქვიაშვილი. გუნდის მწრთვნელის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დოქტორ გიორგი მანდარიას შეფასებით,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა დელეგაციას ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, პორტუგალია. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს რექტორს, დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პირობები და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელის აბდულმელიქ ალკანის შეფასებით, ძალზე სასიამოვნოა პორტუგალიელ კოლეგებთან შეხვედრა, ვინაიდან, ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტებს
დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრებს ესტუმრნენ. აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს ეროვნულ გამოცდებზე და საჩუქრად ცივი წყალი და შოკოლადები გადასცეს. ღონისძიების მიზანია აბიტურიენტებს შევუმსუბუქოთ წინა საგამოცდო სტრესი და ვაჩვენოთ, რომ IBSU მათი მხარდამჭერი იქნება მუდამ.