- 338
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიწყო თანამშრომლობა „გერმანიის ეკონომიკის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის – უფროს ექსპერტთა სამსახურთან (Senior Experten Service – Stiftung der Deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit“, SES)“. თანამშრომლობის ფარგლებში, 2022-2023 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან IBSU-ს საუნივერსიტეტო პროცესების განხორციელებისა და განახლების საკითხებში. მოლაპარაკებები განხორციელდა გერმანიაში, ქ. შვერინში, ქალაქის მერის მოადგილის ბატონ ბერნ ნოტებაუმთან (Bernd Nottebaum – first
დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ერთად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ოქტომბერში, რიგით მეორე, ერთობლივ საერთაშორისო ვორქშოფს ჩაატარებს. ვორქოფის გახსნაზე დასწრების სურვილი უკვე გამოთქვა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორმა კეტრინ სალჩერტიმ. ვორქშოფს გაუძღვება დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორი მარიო ნოუგებაუერი, რომელიც კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ქართველი და გერმანელი სტუდენტებისთვის მასტერ კლასს ჩაატარებს. მხარეებმა ვორქშოფის დეტალები განიხილეს დრეზდენში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმანის კონკურსში. კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები არიან: ლიზი ბერიძე – ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი, ინგლისურიდან ქართულად თარგმნა უილიამ სომერსეტ მოემის „ლუიზა“; ნია რუბანოვა – ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტი, ინგლისურიდან ქართულად თარგმნა ედგარ ალან პოს „უილიამ უილსონის ისტორია“; რატი ღარიბაშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა 2023 წლიდან სტუდენტებს ახალ ინგლისურენოვან ორმაგი დიპლომის პროგრამას შესთავაზებს – „კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი“. ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა მომზადდა საერთაშორისო პროექტის – IDEA-ს ფარგლებში ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (University of Applied Sciences of Zwickau (WHZ) და ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად შემდეგი ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ჩინეთი. შავი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებითა და პროფესორ კახაბერ ჯაყელის ინიციატივით ჩატარდა “მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა – მეო 2022”. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ ,,ოქროს და ვერცხლის კალმის’’ სერთიფიკატები. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა ტარდება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
6 ივლისს უნივერსიტეტის კამპუსმა უმასპინძლა სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო შეკრებას. კურსდამთავრებულთა შეკრების ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანმა, რომელმაც მიულოცა საზოგადოებას ამ მეტად გამორჩეული ტრადიციის განახლება. რექტორის შეფასებით, ამგვარი ღონისძიება განამტკიცებს უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს. თითოეული კურსდამთავრებული უნივერსიტეტისთვის ძვირფასია, მათი ყოველი წარმატება კი საამაყოა. საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს მიესალმა იასინ ასლან, IBSU Alumni დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც