- 30/11/2022
- By PR
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 242
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორი სტუდენტი, მარიამ ლომუაშვილი და მარიამ ედიბერიძე, 24 რჩეულთა შორის მოხვდნენ და ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობით იმართება. პროექტის გახსნის ღონისძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მეწარმეობის კვირეულში. ღონისძიება ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულების ლექტორები და მეწარმეობის და ინოვაციების სტუდენტური კლუბის წევრები. დისკუსიის დროს გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები უნივერსიტეტში სამეწარმეო აზროვნების და პრაქტიკის განვითარების შესახებ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში IBSU-ში ფილმის „პეპლების ჟამი“ ჩვენება გაიმართა, რომელიც მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ და მასთან ბრძოლის ხერხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურია, რომელშიც ჩართულია საქართველოც.
შავი ზღვის უნივერსიტეტში წიგნის- “ჯონათან გალიბლის თავგადასავლი – თავისუფალი ბაზრის ოდისეა” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მარტივ ენაზე გვიხსნის ეკონომიკის, პოლიტიკის, ქვეყნების სიმდიდრისა და სიღარიბის ფუნდამენტურ საკითხებს. წიგნი ორჯერ გამოიცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რედაქტორები პაატა შეშელიძე და თემურ იობაშვილი. ღონისძიებაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ამომწურავი პასუხები მიეღოთ რედაქტორებისგან და მთარგმნელისგან. წიგნის მთარგმნელმა ნოდარ ჩინჩალაძემ სტუდენტებს წიგნები საჩუქრად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის სტუდენტები, ლექტორები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას დაესწრო გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი აშშ-ს საელჩოში ირაკლი მალანია და საქართველოში მყოფი ამერიკელი ფულბრაიტის პროგრამის მკვლევრები. პროგრამის სტუდენტებმა: ლიკა მირუაშვილმა, ანი მწარიაშვლმა და ანანო ბანძელაძემ წარმოადგინეს მადლიერების დღის შესახებ პრეზენტაცია