- 323
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმანის კონკურსში. კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები არიან: ლიზი ბერიძე – ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი, ინგლისურიდან ქართულად თარგმნა უილიამ სომერსეტ მოემის „ლუიზა“; ნია რუბანოვა – ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტი, ინგლისურიდან ქართულად თარგმნა ედგარ ალან პოს „უილიამ უილსონის ისტორია“; რატი ღარიბაშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა 2023 წლიდან სტუდენტებს ახალ ინგლისურენოვან ორმაგი დიპლომის პროგრამას შესთავაზებს – „კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი“. ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა მომზადდა საერთაშორისო პროექტის – IDEA-ს ფარგლებში ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (University of Applied Sciences of Zwickau (WHZ) და ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად შემდეგი ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ჩინეთი. შავი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებითა და პროფესორ კახაბერ ჯაყელის ინიციატივით ჩატარდა “მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა – მეო 2022”. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ ,,ოქროს და ვერცხლის კალმის’’ სერთიფიკატები. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა ტარდება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
6 ივლისს უნივერსიტეტის კამპუსმა უმასპინძლა სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო შეკრებას. კურსდამთავრებულთა შეკრების ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანმა, რომელმაც მიულოცა საზოგადოებას ამ მეტად გამორჩეული ტრადიციის განახლება. რექტორის შეფასებით, ამგვარი ღონისძიება განამტკიცებს უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს. თითოეული კურსდამთავრებული უნივერსიტეტისთვის ძვირფასია, მათი ყოველი წარმატება კი საამაყოა. საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს მიესალმა იასინ ასლან, IBSU Alumni დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც
დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შედგა ბოლო წლებში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემები: იმპერიები და იმპერიალიზმი; ეკა ავალიანი; 2021 თურქეთის საგარეო პოლიტიკა (ნაწილი I); ზაურ მჭედლიშვილი; 2021 თურქეთის საგარეო პოლიტიკა (ნაწილი II); ზაურ მჭედლიშვილი; 2022 სამართლის საფუძვლები, მეორე გამოცემა; მალხაზ ჩახნაშვილი (ქართული, ინგლისური); 2021 15th International Silk Road Conference Proceedings; 2020 16 th International Silk Road Conference Proceedings; 2021 IRCEELT Proceedings Book; 2020 IRCEELT Proceedings Book; 2021 ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების II კურსის სტუდენტი კოჩა ჩანგელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პირველი გაცვლითი პროგრამით კოჩა აშშ-ში ბოსტონის უნივერსიტეტში English Access Micro-scholarship program – ის ფარგლებში CELOP for Fundamentals of Leadership პროგრამას გაივლის ორი კვირის განმავლობაში. კოჩამ აგრეთვე გაიმარჯვა Global UGRAD-ის პროგრამაში და საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით, შემოდგომის სემესტრში მილიკინის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ისწავლის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი