• მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია IBSU-ში წელს პირველად ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2022 წელს პირველად ჩატარდა მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი პროექტის წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ტურიზმის, არქიტექტურის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის სექციები,

  • scopus Q1-მა IBSU-ს პროფესორის კიდევ ერთი სტატია გამოსცა

    Scopus Q1 -მა გამოსცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის აზერ დილანჩიევის თანაავტორობით სტატია, ფინანსური განვითარებისა და განახლებადი ენერგიების კავშირის შესახებ. წიაღისეული საწვავი, როგორც ენერგიის ძირითადი წყარო, ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. შესაბამისად, აუცილებელია განახლებადი ენერგიის ინიციატივათა რაოდენობის გაზრდა. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ განახლებადი ენერგიის ინიციატივები, საჭიროა მთელი რიგი მნიშვნელოვანი

  • IBSU-მ მონაწილეობა  მიიღო საუნივერსიტეტო პარტნიორობის მშენებლობის პროგრამაში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა  მიიღო ორდღიან საუნივერსიტეტო პარტნიორობის მშენებლობის პროგრამაში, რომელიც ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიის სექციისა და აზერბაიჯანის მიერ. პროგრამა ხელს უწყობს უმაღლესი განათლების შესაძლებლობას და ინტერნაციონალიზაციის პროცესს სამხრეთ კავკასიაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით შეხვედრას ბაქოში ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომელი ნათია მაღალაშვილი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ხუთი უნივერსიტეტი: ADA უნივერსიტეტი;

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ზაფხულის სკოლა

    მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით მართავს უსაფრთხოების ზაფხულის სკოლას სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.  ღონისძიება მიმართულია უსაფრთხოების სფეროში სწავლების ხელშეწყობის და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისკენ. სკოლის  ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები; საქართველო და ნატო;

  • IBSU-ში კერძო სამართლის სიმპოზიუმი გაიმართა

    საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2022 წლის 4 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კერძო სამართლის სიმპოზიუმი. სიმპოზიუმს მოწვეულ სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამოქალაქო სამართლებრივი საკითხები, როგორიც არის: მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემატიკა დელიქტიდან წარმოშობილ დავებში და სამედიცინო დელიქტების სამოქალაქო სამართლებრივი ასპექტები. შეხვედრას

  • “გარბენი უკრაინისთვის” – IBSU-ს სტუდენტები უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები უკრაინის მხარდამჭერ კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ – “გარბენი უკრაინისთვის”. პროექტში მონაწილეობდნენ – ზუკა ჭანტურია, ილჰამ თამაზოღლი, ვახტანგ მანია, ნიკო მელიქიძე და პასკალ მასარი. აგრეთვე, IBSU-ს კურსდამთავრებული გურამ ჯაჯანიძე. როგორც ცნობილია, გარბენში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1500-მა ადამიანმა, შეგროვებული თანხა კი სრულად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES