- 245
- 0
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა შვილებთან და სტუდენტებთან ერთად აღნიშნა. IBSU- ს თანამშრომლებმა და სტუდენტებმა დაასუფთავეს ქალაქის მერიის მიერ თბილისის ზღვის მიმდებარედ გამოყოფილი ტერიტორია და დარგეს ხეები. გარემოზე ზრუნვის შემდეგ ჩატარდა სახალისო სპორტული და გასართობი შეჯიბრებები და პიკნიკი. იგეგმება სტუდენტების პერიოდული გასვლები ხეების მოსარწყავად და მათ მოსავლელად.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი ბატონი აკბარ ტაშულოვი. დელაგაციის წევრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტის ვიცე რექტორი დილშოტ უმაროვი, მაგისტრატურისა და დაუსწრებელი სწავლების დეკანი ათაბექ ბაბაჯანოვი, სისხლის სამართლის პროცესის კათედრის გამგე დილდორა ბაზაროვა, სამოქალაქო საპროცესო კათედრის დოცენტი ფერუზა იბრატოვა. სტუმრებს უმასპინძლეს IBSU-ს რექტორმა დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანმა, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის
“USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბიზნეს ქეისების კონკურსში მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე, აგრეთვე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ საქართველოში ოპერირებადი ბიზნეს კომპანიების მიერ შემუშავებული ბიზნეს ქეისებზე და შესთავაზონ მათ პრობლემის საუკეთესო გადაჭრის გზები. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 03 ივნისი, 2022. რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/Gxzk9NBfj5SrcgUe8 პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. დამატებითი
დაიწყო საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციისა (YATA Georgia) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მიერ ორგანიზებული პროექტი „შავი ზღვის რეგიონი: უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები”, რომლის ფარგლებში ჩატარდა ორი შეხვედრა. პროექტი გახსნა ბატონმა გიორგი სურმავამ, რომელიც გახლდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე. იგი ასევე მოღვაწეობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში.
IBSU-ში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ლიგის ფინალური შეხვედრა სტუდენტურ გუნდებს შორის. თამაშს უძღვებოდა ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო ფორმატის გუნდის კაპიტანი გიორგი რობაქიძე. შეჯიბრში ვიდეო შეკითხვით ჩაერთო ინტელექტ კლუბის მაგისტრი ბატონი გიორგი ბაქრაძე. უნივერსიტეტის ჩემპიონი გახდა გუნდი Iluminati; ასევე დაჯილდოვდნენ მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები: Amat Victoria Curat; legendary rokunin; მკვდარი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ესტუმრა „ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტის“ Institut für Hospitality დირექტორი, ბატონი გერალდ ვეტცელი; ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები. შეგახსენებთ, რომ ტურიზმის საბაკალარო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა, 10 კრედიტიანი სავალდებულო პრაქტიკის ფარგლებში გერმანიაში, საოჯახო სასტუმრო Familien Wellness Hotel Seeklause- ში 3 თვის განმავლობაში მენტორის თანხლებით სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტში გაიარეს ანაზღაურებადი სტაჟირება