- 114
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინფორმატიკის ჰაკათონი 2022 – IOT-ში. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე გუნდებმა შექმნეს საკუთარი ნამუშევრები. IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, მონაწილეები: გიორგი მაღლაკელიძე, მარი ნაზაროვი, ზურაბ ზარანდია და ალექსანდრე საჯაია, შექმნა „ჭკვიანი ნაგვის ურნა“, რომელიც წყვეტდა ნაგვის მიღებას მაშინ, როცა ურნაში ნაგვის რაოდენობა გარკვეულ დონეს მიაღწევდა. მეორე კურსელებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, წევრები: ნანა სიხარულიძე, ელენე ბენდელიანი, პაატა მუშტაშვილი და ლუკა რაქვიაშვილი, შექმნა რობოტმანქანა, რომელზეც გაზის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს 2022 წლის 14 მაისის გაწყვეტილებით რომან შტრასეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საპატიო დოქტორს ჯილდო უნივერსიტეტის რექტორმა დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანმა გადასცა. როგორც მან აღნიშნა, რომან შტრასე უნივერსიტეტის დიდი ხნის მეგობარია და მასთან IBSU-ს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. „უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსთვის დიდი პატივია ბატონ შტრასეს მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება’’ –
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს 2022 წლის 14 მაისის გაწყვეტილებით რომან შტრასეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა, ამის შესახებ პუბლიკაცია იხ: www.interpressnews.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ყირგიზეთის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტაალიმ კოლეჯის წარმომადგენლები ქ-ნი აიზადა ჟუმუკოვა და ქ-ნი ალბინა ნაგიზბეკიზი. სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს ორმხრივ საგანმანათლებლო პროექტებს.
“Lingo Quest კლუბმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს კრეატიული ღონისძიება მიუძღვნა. იბსუს სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კლუბის წევრების მიერ შექმნილი ბანერის „Magic Shop” ირგვლივ, დაფაზე დაეტოვებინათ ნეგატიური ემოციები, ტკბილეულისა და პოზიტიური შეტყობინებების სანაცვლოდ. ამ მაგიური ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ჩვენს სტუდენტებსა და თანამშრომლებს უნივერსიტეტის კორპუსში თვის ბოლომდე აქვთ.”
ტრადიცისამებრ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელსაც უმასპინძლა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 34-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნით ტურს სამ ასაკობრივ ჯგუფში: VII-VIII, IX-X და XI-XII კლასები. დასკვნით ტურში სულ ჯამში 90-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადის ორგანიზატორია საინფორმაცო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.