- 213
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ყირგიზეთის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტაალიმ კოლეჯის წარმომადგენლები ქ-ნი აიზადა ჟუმუკოვა და ქ-ნი ალბინა ნაგიზბეკიზი. სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს ორმხრივ საგანმანათლებლო პროექტებს.
“Lingo Quest კლუბმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს კრეატიული ღონისძიება მიუძღვნა. იბსუს სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კლუბის წევრების მიერ შექმნილი ბანერის „Magic Shop” ირგვლივ, დაფაზე დაეტოვებინათ ნეგატიური ემოციები, ტკბილეულისა და პოზიტიური შეტყობინებების სანაცვლოდ. ამ მაგიური ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ჩვენს სტუდენტებსა და თანამშრომლებს უნივერსიტეტის კორპუსში თვის ბოლომდე აქვთ.”
ტრადიცისამებრ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელსაც უმასპინძლა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 34-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნით ტურს სამ ასაკობრივ ჯგუფში: VII-VIII, IX-X და XI-XII კლასები. დასკვნით ტურში სულ ჯამში 90-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადის ორგანიზატორია საინფორმაცო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.
2021-22 წლების საფეხბურთო ლიგა დასრულდა 16 აპრილს. მასში მონაწილეობას იღებდა 6 გუნდი. გაიმარჯვება მოიპოვა გუნდმა Fc Sokhumi.
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორიგანიზაცია ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის” შორის. მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი პროგრამები საგანმანათლებლო კუთხით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების სახით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით. HERD – ის წარმომადგენლებს მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC).