• IBSU-ში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ლიგის ფინალური შეხვედრა ჩატარდა

    IBSU-ში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ლიგის ფინალური შეხვედრა სტუდენტურ გუნდებს შორის. თამაშს უძღვებოდა ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო ფორმატის გუნდის კაპიტანი გიორგი რობაქიძე. შეჯიბრში ვიდეო შეკითხვით ჩაერთო ინტელექტ კლუბის მაგისტრი ბატონი გიორგი ბაქრაძე. უნივერსიტეტის ჩემპიონი გახდა გუნდი Iluminati; ასევე დაჯილდოვდნენ მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები: Amat Victoria Curat; legendary rokunin; მკვდარი

  • გერმანელი სტუმრების ვიზიტი IBSU-ში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ესტუმრა „ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტის“ Institut für Hospitality დირექტორი, ბატონი გერალდ ვეტცელი; ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები. შეგახსენებთ, რომ ტურიზმის საბაკალარო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა, 10 კრედიტიანი სავალდებულო პრაქტიკის ფარგლებში გერმანიაში, საოჯახო სასტუმრო Familien Wellness Hotel Seeklause- ში 3 თვის განმავლობაში მენტორის თანხლებით სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტში გაიარეს ანაზღაურებადი სტაჟირება

  • IBSU–ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინფორმატიკის ჰაკათონი 2022 – IOT-ში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინფორმატიკის ჰაკათონი 2022 – IOT-ში. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე გუნდებმა შექმნეს საკუთარი ნამუშევრები. IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, მონაწილეები: გიორგი მაღლაკელიძე, მარი ნაზაროვი, ზურაბ ზარანდია და ალექსანდრე საჯაია, შექმნა „ჭკვიანი ნაგვის ურნა“, რომელიც წყვეტდა ნაგვის მიღებას მაშინ, როცა ურნაში ნაგვის რაოდენობა გარკვეულ დონეს მიაღწევდა. მეორე კურსელებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, წევრები: ნანა სიხარულიძე, ელენე ბენდელიანი, პაატა მუშტაშვილი და ლუკა რაქვიაშვილი, შექმნა რობოტმანქანა, რომელზეც გაზის

  • რომან შტრასეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს 2022 წლის 14 მაისის გაწყვეტილებით რომან შტრასეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საპატიო დოქტორს ჯილდო უნივერსიტეტის რექტორმა დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანმა გადასცა. როგორც მან აღნიშნა, რომან შტრასე უნივერსიტეტის დიდი ხნის მეგობარია და მასთან IBSU-ს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. „უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსთვის დიდი პატივია ბატონ შტრასეს მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება’’ –

  • interpressnews.ge – რომან შტრასეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს 2022 წლის 14 მაისის გაწყვეტილებით რომან შტრასეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა, ამის შესახებ პუბლიკაცია იხ: www.interpressnews.ge

  • ყირგიზეთის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტაალიმ კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტი IBSU-ში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ყირგიზეთის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტაალიმ კოლეჯის წარმომადგენლები ქ-ნი აიზადა ჟუმუკოვა და ქ-ნი ალბინა ნაგიზბეკიზი. სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს ორმხრივ საგანმანათლებლო პროექტებს.    

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES