- 325
- 0
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ალიშერ ნავოის სახელობის უზბეკური ენისა და ლიტერატურის ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ალიშერ ნავოის სახელობის უზბეკური ენისა და ლიტერატურის ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, დოქტორი ნოზლია ნორმუროდოვა სტუმრობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბატონ რექტორთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
ეგვიპტის განათლების უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ საერთაშორისო რეიტინგის მქონე ქართულ უნივერსიტეტებს შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) ერთადერთი კერძო ქართული უნივერსიტეტია, რომლის გაცემულ დიპლომსაც ეგვიპტის განათლების სამინისტრო აღიარებს. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ეგვიპტის განათლების უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასულ ეგვიპტელ სტუდენტებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა უმასპინძლა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორს, ჯუსტო ტრაინას და რიჟეკას უნივერსიტეტის მკვლევარს, ჯერემი ვალტონს. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უხოელ პროფესორებთან და განიხილავს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ამჯამად, IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ავალიანისა და ასოცირებული პროფესორის, თამთა ცხოვრებაძის ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მიმართულებით.
ISI კლუბის ორგანიზირებით 21 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კვერცხის დეკორაციის საღამო. მოცემულ ღონისძიებაზე ქართველმა სტუდენტებმა გაუზიარეს ქართული ტრადიციები თავიანთ საერთაშორისო მეგობრებს. ISI კლუბი უსურვებს ყველას ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს!
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი დოქტორი თეა კბილცეცხლაშვილი (ფინანსები), ასოცირებული პროფესორი მაკა ბუღულაშვილი (მენეჯმენტი), ასოცირებული პროფესორი დავით ნიჟარაძე (მენეჯმენტი) და ნია თოდუა (მარკეტინგი) სამუშაო ვიზიტით ესტუმრებიან ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტს. საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში პროფესორები დაესწრებიან ვორქშოპებს და წაუკითხავენ ლექციებს მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს ამსტერდამში. მათ უმასპინძლებს ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
დასრულდა სტუდენტური პროექტი „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“, რომელიც განკუთვნილი იყო IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის და შემუშავდა IBSU-ს არქიტექტურის პროგრამის მიერ. მისი მიზანი იყო არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობა. პროექტი მოსწავლეებს დაეხმარა დიზაინის საფეხურების კონცეფციიდან რეალიზაციამდე გაგებაში. პროექტის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს 6 კურსი, მათ შორის AutoCAD (ქართ. და ინგ.), დიზაინის საფუძვლები (ქართ), არქიტექტურული ხატვა (ინგ), ინტერიერის დიზაინი (ინგ)