- 298
- 0
“ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ჰიბრიდული საჯარო ლექცია “თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი”. ლექციის მიზანი გახლდათ სტუდენტებისათვის/ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ურთიერთდამოკიდებულების ახსნა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკური თავისუფლების აქტუალიზაცია.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა შემეცნებით – გასართობი თამაში “სიტყვობანა”. თამაში შედგებოდა სამი ტურისაგან: სიტყვებით თამაში; სიტყვის კონა; ლიტერატურა. თამაშში მონაწილეობდნენ აბიტურიენტებისა და IBSU-ს სტუდენტების გუნდები. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, გამარჯვებულებს კი წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ონლაინ) კონფერენციის ელ-ფოსტა: gloria@ibsu.edu.ge კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 21 მაისი. კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ : აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს; დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს; დამოუკიდებელ მკვლევარებს. მონაწილეობის ფორმები: მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად; კონფერენციაში ჩართვა მონაწილის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში, “იმპერიული და გლობალური კვლევების განვითარება,” რომელიც 26-27 აპრილს თბილისში ჩატარდება, ამის შესახებ პუბლიკაცია იხ: www.interpressnews.ge
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტებისთვის სადილი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა 35 სტუდენტი 16 სახელმწიფოდან. სადილი მიზნად ისახავდა არაფორმალურ და მულტიკულტურულ გარემოში სტუდენტთაშორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობას.
სტაჟირების პროგრამა მომავალი იურისტებისთვის. პროექტი შედგება ნაწილისგან. თეორიული ნაწილი: რომლის მიმდინარეობისას მონაწილეები მოისმენენ მოქმედი და პრაქტიკოსი იურისტების ლექციებს. იურისტის უნარ ჩვევებისა და პროცესის მიმდინარეობის შესახებ. პრაქტიკული ნაწილი: მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და მოირგებენ პროკურებისა და ადვოკატების როლს. პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილე გამოვა პროცესზე, როგორც მხარე და ნაფიც მსაჯულებისთვის შეეცდება საკუთარი პოზიციის დამტკიცებას. პრაქტიკული ნაწილი დაფუძნებულია შეჯიბრობითობის