- 327
- 0
3 აპრილს სერტიფიკატები გადაეცათ თბილისის საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებს, რომელბმაც წარმატებით დაასრულეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგაზაფხულო სკოლა ” ჟურნალისტიკა მოსწავლეებისათვის”. სკოლა დაიწყო 19 მარტიდან და სამი შაბათ-კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ექვსი სესიის განმავლობაში სტუდენტებმა მოისმინეს ინტერაქტიული ლექციები ისეთ თემებზე, როგორიცაა – ახალი ამბების ჟურნალისტიკა, ინტერვიუსა და რეპრტაჟის ხელოვნება, ვიზუალური კომუნიკაცია (ფოტო და ვიდეოჟურნალისტიკა), ციფრული მედიაწიგნიერება
დღეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლოთი ბეიქერს, ინგლისური ენის რეგიონალურ ოფიცერს ამერიკის საელჩოში კიევში და ლიკა გუმბერიძეს, ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორს ამერიკის საელჩოში თბილისში. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ამერიკის საელჩოს პროგრამებთან. ქალბატონი ლოთი ბეიქერი იქნება მთავარი მომხსენებელი განათლების, ენისა და ლიტერატურის მეთორმეტე საერთაშორისო კვლევით კონფერენციაზე, რომლის გახსნის ცერემონია გაიმართება 2022 წლის 6
29 მარტს, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის: „საქართველოს დაცული ტერიტორიების” ფარგლებში ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორ გიორგი სულამანიძესთან. მან ისაუბრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ისტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ძირითად სახეობებზე, დღევანდელ პრობლემებზე, ტურისტულ მარშრუტებსა და რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. მადლობა ქალბატონ თინათინ მოსიაშვილსა და ბატონ გიორგი სულამანიძეს ამ შესაძლებობისთვის
IBSU-ს თვითმმართველობის, კერძოდ გართობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩარტარდა ბილიარდის ტურნირი სადაც გაიმარჯვა მიშიკო ბადალაშვილმა გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა Icecream Burger • აისქრიმ ბურგერ-ის ვაუჩერი და იბსუს ბრენდირებული ნივთები იბსუს თვითმართველობა დიდ მადლობას უხდის Pool Room-ს მასპინძლობისთვის
24 მარტს, IBSU-ს კამპუსში გაიმართა ქართული ფილმის ჩვენება საერთაშორისო სტუდენტთა ინტეგრაციის კლუბისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით. ფილმი, რომელიც უცხოელმა სტუდენტებმა ქართველ სტუდენტებთან ერთად იხილეს იყო “მანდარინები“. ისტორიული შინაარსის უკეთ გასაგებად, ფილმის ჩვენებამდე პროფესორმა ნიკოლოზ ჩიტაძემ ჩაატარა მოკლე ლექცია ამ საკითხთან დაკავშირებით და სეანსის შემდგომ IR ოფისის ხელმძღვანელმა, მელიქ ალკანმა გამართა დისკუსია. ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამით