- 18/03/2022
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 143
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა, თინათინ ქიმბარიშვილმა და გოგა შავერდაშვილმა 1 თვიანი სტაჟირება გაიარეს რუსთავის მერიაში. პროექტი ,,მართე შენი ქალაქი” ითვალისწინებდა თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას (მათ შორის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების) და ქალაქის მართვაში სტუდენტთა ჩართულობას. პროგრამის დასრულებისას ქალაქის მერმა სტაჟიორებს დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
14-15 მარტს ჩატარდა ტრენინგი “ინტერაქტიური ონლაინ ლექცია” უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის. ტრენერი – უნივერსიტეტის პროფესორი, ქ-ნი ნათელა დოღონაძე. შეხვედრის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ონლაინ სწავლებისას არსებულ გამოწვევებსა და მათი გამკლავების შესაძლებლობებს, სტუდენტთა მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის პროგრამის ფარგლებში 15.03.2022 ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო შეხვედრა ,,საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში და საზაფხულო დასაქმების პროგრამა”. მომხსენებელი: ნუცა ციგროშვილი, შიდა ოპერაციების მენეჯერი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“ პანელური დისკუსიის ფორმატში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მის თანმხლებ პროცესებზე საქართველოსა და მსოფლიოში ისაუბრეს მოწვეულმა ექსპერტებმა: ივანნა მაჩიტიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი; შალვა ძებისაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს სტრატეგიული
13 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის “ბიზნეს ანბანის პროექტის” 12 სტუდენტი, უნივერსიტეტის სოციალური აქტივობების ხელმღვანელი ბატონი იაშარის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ბაკურიანში. სტუდენტებმა მეტად სასიამოვნო დრო გაატარეს.
IBSU საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“ პანელური დისკუსიის ფორმატში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მის თანმხლებ პროცესებზე საქართველოსა და მსოფლიოში ისაუბრეს მოწვეულმა ექსპერტებმა: ივანნა მაჩიტიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი; შალვა ძებისაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC)