- 290
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ამბისის უნივერსიტეტის რექტორს. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობების შესახებ, აკადემიური გაცვლის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებაზე. შეხვედრა დასრულდა ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით.
RePEc (IDEAS) მიხედვით, საქართველოში, ეკონომიკის დარგში, პირველ ადგილზეა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, აზერ დილანჩიევი. რეიტინგი ეყრდნობა ბოლო 10 წლის მონაცემებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) წარმომადგენლები, რექტორი კახა შენგელია, პრორექტორი სასწავლო დარგში, სალომე კუჭუხიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი ჩალაბაშვილი, “განათლების სტრუქტურისა და შინაარსის ინოვაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და მიგრანტების ინტეგრაციის” პროექტის ფარგლებში, 2024 წლის დეკემბერში, პრაღაში, ISCEM ტრანსნაციონალური პროექტის შეხვედრას დაესწრნენ. პროექტის პარტნიორებმა სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან განიხილეს პროექტის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო. ვრცლად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. ვრცლად
IBSU-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ვორქშოფს “მწვანე ეკონომიკაზე”, რომელიც გაიმართა Erasmus+ პროექტის “განათლების სტრუქტურისა და შინაარსის ინოვაცია ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და მიგრანტების ინტეგრაციის აქცენტით” (ISCEM) ფარგლებში. ღონისძიებაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა IBSU-ს პროფესორი რამაზ გერლიანი, ექსპერტებმა, პედაგოგებმა და სტუდენტებმა შეიმუშავეს მომავალი სახელმძღვანელო მწვანე ეკონომიკის თემაზე. პროფესორმა რამაზ გერლიანმა წარადგინა პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო მასალა, რომელიც მიზნად ისახავს