• ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა

    15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა. მან ისაუბრა დაცული ტერიტორიების დღევანდელ სისტემაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და სტუდენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

  • Szeged-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი IBSU-ში

    15 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სეგედის უნივერსიტეტიდან სტუმრებს უმასპინძლა, დოქტორი ილდიკო პუსტაი-ვარგა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და ბერტალან პუშტაი ასოცირებული პროფესორის თავჯდომარე, კომუნიკაციისა და მედიის კვლევების პროგრამის დირექტორი, ტურიზმისა და კვების BSc Erasmus + Staff-ის ფარგლებში. სტუმრები  ტურიზმის პროგრამის კოორდინატორს, ეკა დევიძესა და ჟურნალისტიკის პროგრამის კოორდინატორს მაგდა მემანიშვილს შეხვდნენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები გაუზიარეს 

  • თამთა ჩხენკელი – საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

    “ვფიქრობ, რომ თითოეული სტუდენტისათვის აუცილებელია აქტიური ცხოვრების წესი, რომელიც მათ დაეხმარებათ გახდნენ პროფესიონალები თავიანთ სფეროში. უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან ძალიან მალე დავიწყე მონაწილეობის მიღება სხვადასხვა პროექტში, ტრენინგსა და კონფერენციაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „Erasmus Student Network Tbilisi”-ში მოხალისეობრივმა საქმიანობითა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო კონფერენციაში „Erasmus Generation Meeting 2022”-ში პორტუგალიის ქალაქ, პორტოში.

  • საჯარო ლექცია “თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი”

    “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ჰიბრიდული საჯარო ლექცია “თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი”. ლექციის მიზანი გახლდათ სტუდენტებისათვის/ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ურთიერთდამოკიდებულების ახსნა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკური თავისუფლების აქტუალიზაცია.

  • IBSU-ში შემეცნებითი თამაში “სიტყვობანა” ჩატარდა

    ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა შემეცნებით – გასართობი თამაში “სიტყვობანა”. თამაში შედგებოდა სამი ტურისაგან: სიტყვებით თამაში; სიტყვის კონა; ლიტერატურა. თამაშში მონაწილეობდნენ აბიტურიენტებისა და IBSU-ს სტუდენტების გუნდები. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, გამარჯვებულებს კი წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები.

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის ფილოსოფიის აქტუალური საკითხები“

    კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ონლაინ) კონფერენციის ელ-ფოსტა: gloria@ibsu.edu.ge კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 21 მაისი. კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ : აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს; დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს; დამოუკიდებელ მკვლევარებს.   მონაწილეობის ფორმები: მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად; კონფერენციაში ჩართვა მონაწილის

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES