• უკრაინის მხარდასაჭერად IBSU-ში სისხლის დონაციის კამპანია შედგა

    სტუდენტთა ინიციატივით, დღეს IBSU-ში სისხლის დონაციის კამპანია შედგა უკრაინის მხარდასაჭერად. კამპანიაში IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. IBSU მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის ორგანიზაციას ახალი ძალა საქართველოსთვის და სტუდენტურ საინიციატოვო ჯგუფს. ვიმედოვნებთ, მშვიდობა სულ მალე დაისადგურებს მსოფლიოში!

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში NFT კონფერენცია ჩატარდა

    20 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა NFT კონფერენცია,სადაც მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს NFT-ის შესახებ, აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კოლექციები და გაუზიარეს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია,რომელიც უკავშირდება მათ სამომავლო გეგმებს. კონფერენციის დასკვნით ნაწილში სპიკერებმა დამსწრე აუდიტორიისთვის გაათამაშეს თავიანთი კოლექციებიდან რამდენიმე NFT: Elves Army- 2 item (ასევე კონფერენციის მიმდინარეობისას გაიყიდა ერთი აითემი) Programmer Loves – 2 item

  • IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს რუსთავის მერიაში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა, თინათინ ქიმბარიშვილმა და გოგა შავერდაშვილმა 1 თვიანი სტაჟირება გაიარეს რუსთავის მერიაში. პროექტი ,,მართე შენი ქალაქი” ითვალისწინებდა თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას (მათ შორის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების) და ქალაქის მართვაში სტუდენტთა ჩართულობას. პროგრამის დასრულებისას ქალაქის მერმა სტაჟიორებს დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.  

  • ტრენინგი “ინტერაქტიური ონლაინ ლექცია” უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის

    14-15  მარტს ჩატარდა ტრენინგი  “ინტერაქტიური ონლაინ ლექცია” უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის. ტრენერი – უნივერსიტეტის პროფესორი, ქ-ნი ნათელა დოღონაძე. შეხვედრის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ონლაინ სწავლებისას არსებულ გამოწვევებსა და მათი გამკლავების შესაძლებლობებს, სტუდენტთა მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

  • საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში და საზაფხულო დასაქმების პროგრამა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის პროგრამის ფარგლებში 15.03.2022 ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო შეხვედრა ,,საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში და საზაფხულო დასაქმების პროგრამა”. მომხსენებელი: ნუცა ციგროშვილი, შიდა ოპერაციების მენეჯერი

  • პანელური დისკუსია თემაზე “რუსეთ-უკრაინის ომი”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“ პანელური დისკუსიის ფორმატში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მის თანმხლებ პროცესებზე საქართველოსა და მსოფლიოში ისაუბრეს მოწვეულმა ექსპერტებმა: ივანნა მაჩიტიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი; შალვა ძებისაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს სტრატეგიული

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES