- 399
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვევით, საფარი/Sapariს იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექცია ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ეხებოდა ძალადობის ფორმებსა და მისგან თავდაცვის გზებს. იურისტმა კონკრეტული მაგალითებით დეტალურად განიხილა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფორმები და ამგვარი დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა. ასევე წარადგინა Safe You – აპლიკაცია, რომელიც ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფი
ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში, 7 მარტს ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის ტრენინგი. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას (ადევნება (ე.წ.stalking), შევიწროება და სხვ.) და ჩვენი საზოგადოების მეტი დაცულობის ხელშეწყობას. ამასთან, ტრენერმა დამსწრე საზოგადობას გაუზიარა საქართველოს გამოცდილება, რეალური სტატისტიკა და გამოწვევები. ტრენერი: იოსებ წერეთელი, შსს დეტექტივი-გამომძიებელი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი. ტრენინგის საფასური
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა შეხვედრა ,,მელაანური მასპინძლობა”, ახალი ტურისტული დესტინაციისა და კონკურენტუნარიანი ტურისტული ეკო პროდუქტების შექმნის შესახებ. შეხვედრა ჩაატარა ტურიზმის სპეციალისტმა, “Melaanian vintage” დამფუძნებელმა, თეონა თაბორიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „ქალები ბიზნესში – მეწარმეობა და ინოვაციები.“ შეხვედრის მოწვეული სტუმრები იყვნენ ნინო ანდრიაძე, კომპანიების ჭკვიანი თხილი, Mindworks და კოდინქტონი დამფუძნებელი, და თიკა დუღაშვილი, მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში, „ღვინის ეზო N1-ის“ დამფუძნებელი. შეხვედრაზე სტუმრებმა თავიანთი ბიზნეს იდეებისა და მათი განხორციელების, წარმატებისა და ამ გზაზე არსებული მცირე დაბრკოლებების შესახებ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის კლუბისა და Music Club -ის სტუდენტები ესტუმრნენ მოხუცთა სახლს. კლუბის წევრებმა საჩუქრები და ყვავილები გადასცეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბების “Lingo Quest” და “Music Club”-ის სტუდენტებმა მოინახულეს კერა ჯორჯიას დედებისა და ბავშვების თავშესაფარი. ქალთა დღესთან დაკავშირებით სტუდენტებმა ქალბატონებსა და ბავშვებს ყვავილები და საჩუქრები გადასცეს.