- 06/03/2022
- By Guja
- In სიახლეები, სტუდენტური ცხოვრება
- 309
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბების “Lingo Quest” და “Music Club”-ის სტუდენტებმა მოინახულეს კერა ჯორჯიას დედებისა და ბავშვების თავშესაფარი. ქალთა დღესთან დაკავშირებით სტუდენტებმა ქალბატონებსა და ბავშვებს ყვავილები და საჩუქრები გადასცეს.
IBSU-ს ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადის შედეგები ცნობილია. ტექნიკური მიმართულებით ოლიმპიადის საუკეთესო შედეგების მიხედვით გამარჯვებულები არიან: I ადგილი – ლია ჩიტიშვილი; II ადგილი – თამარ ვანიშვილი; III ადგილი – მარიამ გელაშვილი; III ადგილი – მარიამ აბზიანიძე; III ადგილი – ლიზი გაბრიჭიძე. ჰუმანიტარული მიმართულებით ოლიმპიადის საუკეთესო შედეგების მიხედვით გამარჯვებულები არიან: I ადგილი – მარიამ ჯანუაშვილი; II ადგილი – ნატო
IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა ქეთევან ქოქრაშვილმა და იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ შუდრამ, ჩაატარეს ვებინარი უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე “სტუდენტის უფლებები”. ვებინარზე სტუდენტები გაეცვნენ მათ უფლებებს ეროვნული კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად.
IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა ქეთევან ქოქრაშვილმა და იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ შუდრამ, ჩაატარეს შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე “სტუდენტის უფლებები”. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცვნენ მათ უფლებებს ეროვნული კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მუსიკისა და ხელოვნების დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის კამპუსში, ჩატარდა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თემაზე-“ომი და მშვიდობა”. ლექციაზე ბატონმა ლევანმა ისაუბრა ომისა და მშვიდობის მარადიული თემის გარშემო, შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, განიხილა მნიშვნელოვანი დეტალები საქართველოს ისტორიიდან და დამსწრეებს გაუზიარა ნაკლებად ცნობილი ამბები პირადი გამოცდილებიდან.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში, საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციის კლუბის – ISIC-ის ორგანიზებით გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა. შეხვედრის განმავლობაში სტუდენტები დაკავდნენ სხვადასხვა გართობითი სახის აქტივობებით. უცხოელებს ქართველ სტუდენტებთან დამეგობრების შესაძლებლობა მიეცათ.