• სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

    გაცნობებთ, რომ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-16 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში

  • ვორქშოფი: “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში”

    განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ვორქშოფი:  “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში.” ვორქშოფი ჩაატარა IBSU-ს მოწვეულმა ლექტორმა, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ნატო ფაჩუაშვილმა. ვორქშოფის ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა SMART-ის პლატფორმის ფუნქციები და სწავლების პროცესში მისი გამოყენების გზები.  SMART-ი MOODLE-ის პლატფორმაზე შექმნილი სისტემაა, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლის პროცესის მართვისას იყენებს.

  • ზაჰა ქონსთრაქშენსა და IBSU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    ზაჰა ქონსთრაქშენსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს არქიტექტურის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების დატრენინგებას და მათ პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას. ასევე, ერთობლივი ტრენინგები იგეგმება ზაჰა ქონსთრაქშენის თანამშრომლებისთვისაც, არქიტექტურის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

  • სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით

    დასრულდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL V) მეოთხე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 6 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში, #IBSU პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას საქართველოს სკოლებში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტს

  • რა უნდა გაითვალისწინოთ რეზიუმეს მომზადებისას

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, კარიერული დაგეგმარების განყოფილების ორგანიზებით კომპანია BDO-ს HR მენეჯერმა, თამარ ციცქიშვილმა, ჩაატარა ტრენინგი “რა უნდა გაითვალისწინოთ რეზიუმეს მომზადებისას”. ტრენინგზე განიხილეს ეფექტური რეზიუმეს შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტები და ხშირად დაშვებული შეცდომები.

  • კომპანია Moore Abc-ის შეხვედრა IBSU-ს სტუდენტებთან

    25 თებერვალს, 17:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანია Moore Abc-ის წარმომადგენელი შეხვდება უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელიც ისაუბრებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Google Meet- ის საშუალებით. Google Meet joining info Video call link: https://meet.google.com/ivx-knym-dun

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES