- 257
- 0
24 მარტს, IBSU-ს კამპუსში გაიმართა ქართული ფილმის ჩვენება საერთაშორისო სტუდენტთა ინტეგრაციის კლუბისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით. ფილმი, რომელიც უცხოელმა სტუდენტებმა ქართველ სტუდენტებთან ერთად იხილეს იყო “მანდარინები“. ისტორიული შინაარსის უკეთ გასაგებად, ფილმის ჩვენებამდე პროფესორმა ნიკოლოზ ჩიტაძემ ჩაატარა მოკლე ლექცია ამ საკითხთან დაკავშირებით და სეანსის შემდგომ IR ოფისის ხელმძღვანელმა, მელიქ ალკანმა გამართა დისკუსია. ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამით
“Call of Games” ივენთმა IBSU-ს კამპუსში გააერთიანა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტები. შეხვედრის მიმდინარეობისას მათ შეძლეს საკუთარი უნარების ადგილზე დემონსტრირება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც დასაჩუქრდნენ სხვადასხვა პრიზებით. ელენე მანოშვილი -გამორჩეული პერფორმანსით მოახერხა კურა-კურას სახალისო სამაგიდო თამაშის “Codename” მოგება ელენე ლელაშვილი – წერის რაუნდში გამოჩენილი კრეატიულობის წყალობით მოიპოვა პრიზი “დამნაშავის ლოგიკისგან” ქეთი ლომიძეს –
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით კონფერენცია 6 მაისს ჩატარდება, ამის შესახებ პუბლიკაცია იხ: www.interpressnews.ge
კომპანია Headvice აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის, მარკეტინგის სპეციალისტისა და მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე. დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, რეზიუმეები გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: career@headvice.ge ბიზნეს ანალიტიკოსი მარკეტინგის სპეციალისტი მარკეტინგის კოორდინატორი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, განახლდა „ყავა პროფესორთან“ შეხვედრების ხანგრძლივი ტრადიცია. რუბრიკის პირველი სტუმარი გახლდათ რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთან. ბ-ნი რექტორი სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, ისაუბრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად თემებზე, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, გაიხსენა საინტერესო ისტორიები და მოუსმინა სტუდენტების ინიციატივებს.