- 27/01/2022
- By PR
- In ბიზნესის სკოლა
- 204
- 0
IBSU-ს მარკეტინგის პროგრამის ოთხი სტუდენტი: ალინა აკობაშვილი, მარიამ თვარაძე, ანი ზოზირაშვილი და მედეა ჯინჭარაძე, მონაწილეობდნენ ალფრედ ნობელის უნივერსიტეტის (უკრაინა) ონლაინ გაცვლით პროგრამაში „NOBEL Virtual. “ სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს კურსი – „მარკეტინგ მიქსი (მარკეტინგ კომუნიკაციები)“ და მიენიჭათ 4 კრედიტი, რის დამადასტურებლად გადაეცათ სერტიფიკატები ნობელის უნივერსიტეტისგან. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ალფრედ ნობელის უნივერსიტეტთან 2016 წლიდან თანამშრომლობს და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაში 25 იანვარს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოხსენების შემდეგ ღონისძიებაზე მიწვეულ ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები ქალბატონი დეგნანისთვის. გამოცდილმა დიპლომატმა სიამოვნებით უპასუხა მათ და უაღრესად საინტერესო აქცენტები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტში ჩატარდა ვორქშოფი „ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში“; ვორქშოფს უძღვებოდნენ: თამარ კაციტაძე – საქართველოს პირველი არხის ახალი მედიისა და ინოვაციის სამსახურის ხელმძღვანელი; თეო გონგლაძე – საქართველოს პირველი არხის ციფრული მედიის მენეჯერი. ინტერაქციულ რეჟიმში, ვორქშოფის მსვლელობისას განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში, წარმატებული და წარუმატებელი სარეკლამო კამპანიების მაგალითები, ძირითადი სოციალური
IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი დოქტ. თამარ შიოშვილი მონაწილეობდა კონფერენციაში „რეგიონული ცოდნის გაცვლა საერთაშორისო განათლების გაფართოებისთვის.“ პროფ. თამარმა ისაუბრა ამერიკისმცოდნეობის პროგრამის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე ქართულ-ამერიკული 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის კონტექსტში, რასაც ემსახურება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. კონფერენცია ჩატარდა ილიას უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, აშშ-ს საელჩოების თბილისსა