• ვორქშოფი: “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში”

    განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ვორქშოფი:  “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში.” ვორქშოფი ჩაატარა IBSU-ს მოწვეულმა ლექტორმა, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ნატო ფაჩუაშვილმა. ვორქშოფის ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა SMART-ის პლატფორმის ფუნქციები და სწავლების პროცესში მისი გამოყენების გზები.  SMART-ი MOODLE-ის პლატფორმაზე შექმნილი სისტემაა, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლის პროცესის მართვისას იყენებს.

  • ზაჰა ქონსთრაქშენსა და IBSU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    ზაჰა ქონსთრაქშენსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს არქიტექტურის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების დატრენინგებას და მათ პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას. ასევე, ერთობლივი ტრენინგები იგეგმება ზაჰა ქონსთრაქშენის თანამშრომლებისთვისაც, არქიტექტურის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

  • სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით

    დასრულდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL V) მეოთხე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 6 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში, #IBSU პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას საქართველოს სკოლებში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტს

  • რა უნდა გაითვალისწინოთ რეზიუმეს მომზადებისას

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, კარიერული დაგეგმარების განყოფილების ორგანიზებით კომპანია BDO-ს HR მენეჯერმა, თამარ ციცქიშვილმა, ჩაატარა ტრენინგი “რა უნდა გაითვალისწინოთ რეზიუმეს მომზადებისას”. ტრენინგზე განიხილეს ეფექტური რეზიუმეს შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტები და ხშირად დაშვებული შეცდომები.

  • კომპანია Moore Abc-ის შეხვედრა IBSU-ს სტუდენტებთან

    25 თებერვალს, 17:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანია Moore Abc-ის წარმომადგენელი შეხვდება უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელიც ისაუბრებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Google Meet- ის საშუალებით. Google Meet joining info Video call link: https://meet.google.com/ivx-knym-dun

  • მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული სამიტი 2022

    კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:World Bank Youth Summit 2022

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES