- 11/05/2022
- By Guja
- In სამეცნიერო სიახლეები, სიახლეები
- 343
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით. HERD – ის წარმომადგენლებს მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC).
IBSU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში ტურისტული სოფელი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, ტურისტული პროდუქტების გამოფენა – გაყიდვა, საჩვენებელი ტურისტული ლექცია/სიმულაცია და სხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის პროგრამის სტუდენტების მიერ ათვისებული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა დამსწრე საზოგადოების წინაშე.
IBSU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში ტურისტული სოფელი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, ტურისტული პროდუქტების გამოფენა – გაყიდვა, საჩვენებელი ტურისტული ლექცია/სიმულაცია და სხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის პროგრამის სტუდენტების მიერ ათვისებული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა დამსწრე საზოგადოების წინაშე.
IBSU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ხვთისიაშვილმა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია “პროდუქტის როლი მარკეტინგში”. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა მარკეტინგის შესახებ საინტერესო ამბები და დაესვათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეკითხვები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბიზნეს ანბანის პროექტი/Basics of Business
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაპონური კულტურის კლუბის ორგანიზებით მანგების კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზით: ელენე ლუაშვილი – Parsek-სგან მანგის ეგზემპლარი, Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, Biblus-ის 50 ლარიანი ვაუჩერი იანა არუტინოვი – Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, Biblus-ის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა. ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ გაიმართა, მონაწილეობდნენ მკვლევარები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის პირველ დღეს განიხილეს განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხები, არსებული გამოწვევები, პროფესიულად განვითარების შესაძლებლობები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, განათლების სფეროებში შესაძლებლობების განვითარების მხრივ. კონფერენციაზე მოხსენებები