- 22/03/2022
- By Guja
- In სიახლეები, სტუდენტური ცხოვრება
- 338
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, განახლდა „ყავა პროფესორთან“ შეხვედრების ხანგრძლივი ტრადიცია. რუბრიკის პირველი სტუმარი გახლდათ რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთან. ბ-ნი რექტორი სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, ისაუბრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად თემებზე, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, გაიხსენა საინტერესო ისტორიები და მოუსმინა სტუდენტების ინიციატივებს.
სტუდენტთა ინიციატივით, დღეს IBSU-ში სისხლის დონაციის კამპანია შედგა უკრაინის მხარდასაჭერად. კამპანიაში IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. IBSU მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის ორგანიზაციას ახალი ძალა საქართველოსთვის და სტუდენტურ საინიციატოვო ჯგუფს. ვიმედოვნებთ, მშვიდობა სულ მალე დაისადგურებს მსოფლიოში!
20 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა NFT კონფერენცია,სადაც მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს NFT-ის შესახებ, აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კოლექციები და გაუზიარეს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია,რომელიც უკავშირდება მათ სამომავლო გეგმებს. კონფერენციის დასკვნით ნაწილში სპიკერებმა დამსწრე აუდიტორიისთვის გაათამაშეს თავიანთი კოლექციებიდან რამდენიმე NFT: Elves Army- 2 item (ასევე კონფერენციის მიმდინარეობისას გაიყიდა ერთი აითემი) Programmer Loves – 2 item
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა, თინათინ ქიმბარიშვილმა და გოგა შავერდაშვილმა 1 თვიანი სტაჟირება გაიარეს რუსთავის მერიაში. პროექტი ,,მართე შენი ქალაქი” ითვალისწინებდა თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას (მათ შორის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების) და ქალაქის მართვაში სტუდენტთა ჩართულობას. პროგრამის დასრულებისას ქალაქის მერმა სტაჟიორებს დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
14-15 მარტს ჩატარდა ტრენინგი “ინტერაქტიური ონლაინ ლექცია” უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის. ტრენერი – უნივერსიტეტის პროფესორი, ქ-ნი ნათელა დოღონაძე. შეხვედრის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ონლაინ სწავლებისას არსებულ გამოწვევებსა და მათი გამკლავების შესაძლებლობებს, სტუდენტთა მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის პროგრამის ფარგლებში 15.03.2022 ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო შეხვედრა ,,საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში და საზაფხულო დასაქმების პროგრამა”. მომხსენებელი: ნუცა ციგროშვილი, შიდა ოპერაციების მენეჯერი