• სტუდენტური პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა. 18-19 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშოირსო უნივერსიტეტის კამპუსში X-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტში ჩაერთონ, დაესწრონ ტრენინგებს და გაიგონ  მეტი საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ. ტრენინგს გახსნის  სამოტივაციო სპიკერი და ქოუჩი კახი ლობჟანიძე, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ ჯგუფებში იმუშავებენ

  • IBSU-ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები”

    IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები”. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტ მედიაჩეკერის მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა გიორგი გოგუამ სტუდენტებთან განიხილა რამდენიმე დილემური სიტუაცია ე.წ. ქეისი. პრეცენდენტების განხილვის მთავარი ამოცანა ჟურნალისტის მიერ ოპტიმალური გადაწყვეტილების პოვნა იყო, რასაც სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი.

  • ხელოვნურ ინტელექტში აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით დათუაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის მოსწავლეებისთვის  საჯარო ლექცია ხელოვნურ ინტელექტში ჩაატარა. ლექციას ესწრებოდნენ მოსწავლეთა სასახლის წრეების მოსწავლეები. მსგავსი შეხვედრები აბიტურიენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.

  • IBSU-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა ურბანული ტოპოლოგიების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის პროფესორებმა და სტუდენტებმა ურბანული ტოპოლოგიების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ურბანული ტოპოლოგიების ფორუმის მესამე ფაზა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1-4 დეკემბერს ჩატარდა. ფორუმის ორგანიზებაში IBSU-ს  მხრიდან ჩართული იყვნენ  არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი,   არქიტექტურის დოქტორი  გიორგი წანაწყენიშვილი და IBSU-ს მოწვეული ლექტორი არქიტექტურის მაგისტრი, დოქტორანტი გიორგი გაბუნია. გიორგი წანაწყენიშვილი და

  • გამოიცა აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის კრებული

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის კრებული გამოსცა. კონფერენციაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, 20 ქვეყნის 107 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა.  აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში  11 სექცია მუშაობდა, სადაც 72 მეცნიერის მოხსენებები მოისმინეს. გაიმართა დისკუსიები. აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ 14-15 ოქტომბერს ჩატარდა. კრებული იხილეთ აქ  

  • საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ამის შესახებ პუბლიკაცია 1tv.ge გამოქვეყნდა.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES