- 29/11/2021
- By PR
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 172
- 0
მოგესალმებით, შეგახსენებთ რომ, გრძელდება სტატიების კონკურსი 2021 წლის 3 დეკემბრამდე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მეოთხე (დეკემბრის) ნომრისთვის. ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com „სამართლის მაცნე“ გახლავთ „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ პერიოდული გამოცემა. ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი ISSN 2667-9434. კონკურსის თემატიკა ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს დიჯითალ ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც #IBSU სტუდენტებს საშუალება ექნებათ კომპანიაში გაიარონ სტაჟირება, ჩაერთონ პროექტებში და ასევე დასაქმდნენ ამავე კომპანიაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი ,,Timeshare Simplified and Vacations Simplified”. ვებინარის თემა იყო ,,სასტუმრო ინდუსტრია კოვიდ -19 დროს და ,,TimeShare” ბიზნესის უპირატესობები.” ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ,,Timeshare Simplified and Vacations Simplified”-ს პრეზიდენტი ტონი ავიტია. ვებინარი ჩატარდა Google Meet პლატფორმის მეშვეობით. IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ხვთისიაშვილმა მარკეტინგის მიმართულების სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე – “ფსიქოლოგია მარკეტინგში”. ირაკლი ხვთისიაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, STAB-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის გამომცემლობის წევრი და ACCA-ს მიერ ასოცირებული სპეციალისტი. მასტერკლასის მხარდამჭერი იყო RED BULL.
ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის სემინარი იბსუ-ში, ამის შესახებ პუბლიკაცია edu.aris.ge-მ მოამზადა.