•  საჯარო ლექცია – რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები

    სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებით 7 დეკემბერს 12.00-13.00-ზე, ონლაინ, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე  –  რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები. მომხსენებელი – გიორგი გოგუა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტ მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი. შეხვედრის ენა: ქართული შეხვედრის ლინკი: https://rb.gy/zidkqz

  • შეგახსენებთ რომ, გრძელდება სტატიების კონკურსი 2021 წლის 3 დეკემბრამდე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მეოთხე (დეკემბრის) ნომრისთვის.

    მოგესალმებით, შეგახსენებთ რომ, გრძელდება სტატიების კონკურსი 2021 წლის 3 დეკემბრამდე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მეოთხე (დეკემბრის) ნომრისთვის. ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com „სამართლის მაცნე“ გახლავთ  „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ პერიოდული გამოცემა. ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი  ISSN 2667-9434. კონკურსის თემატიკა ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

  • ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის მეორე მოდულის ტრენინგი გაიმართა

    28 ნოემბერს გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL III) მეორე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 6 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტში მონაწილეობას იღებენ იბსუს სტუდენტებიც. პროექტის ფარგლებში იბსუს პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას  საქართველოს სკოლებში. იბსუს პროექტს

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “დიჯითალ ინსტიტუტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს დიჯითალ ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც #IBSU სტუდენტებს საშუალება ექნებათ კომპანიაში გაიარონ სტაჟირება, ჩაერთონ პროექტებში და ასევე დასაქმდნენ ამავე კომპანიაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.  

  • ვებინარი TimeShare Business Benefits

    IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი ,,Timeshare Simplified and Vacations Simplified”. ვებინარის თემა იყო ,,სასტუმრო ინდუსტრია კოვიდ -19 დროს და ,,TimeShare” ბიზნესის უპირატესობები.” ვებინარს უძღვებოდა მოწვეული  სპიკერი ,,Timeshare Simplified and Vacations Simplified”-ს პრეზიდენტი ტონი ავიტია. ვებინარი ჩატარდა Google Meet პლატფორმის მეშვეობით. IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, შეხვედრას  ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის

  • მასტერკლასი თემაზე – “ფსიქოლოგია მარკეტინგში”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ხვთისიაშვილმა მარკეტინგის მიმართულების სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე – “ფსიქოლოგია მარკეტინგში”. ირაკლი ხვთისიაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, STAB-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის გამომცემლობის წევრი და ACCA-ს მიერ ასოცირებული სპეციალისტი. მასტერკლასის მხარდამჭერი იყო RED BULL.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES