- 29/05/2025
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა
- 93
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი, ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ეკა დევიძე მონაწილეობდა, სამეცნიერო საბჭოს (BoS) შეხვედრაში, როგორც საერთაშორისო ექსპერტი. შეხვედრა ორგანიზებული იყო მოგზაურობისა და ავიაკომპანიების მართვის დეპარტამენტის მიერ. შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროგრამების შესწავლა, ანალიზი და მათი გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რათა უნივერსიტეტის სტუდენტების
IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი დარა აჰმედი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასისტენტ პროფესორს, სანდიპ გულერიას შეხვდა, რომელიც ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. პროფესორ გულერიას ვიზიტი IBSU-ს ჩანდიგარის უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში რიგით მეორედ შედგა. მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ერთობლივად დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ობუდას უნივერსიტეტთან (ბუდაპეშტი) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. ობუდას უნივერსიტეტი უნგრეთში ფოკუსირებულია ინფორმატიკაზე, გამოყენებით მეცნიერებასა და ინჟინერიაზე. ასევე, გამორჩეულია აქტიური საერთაშორისო კოლაბორაციით, ერაზმუს + პროგრამებითა და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა კორეის ტექნოლოგიებისა და კულტურის ინსტიტუტის წარმომადგენელს, პროფესორ სუნგდონ ჰვანგს. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობები.