- 07/07/2025
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა
- 128
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის, აფილირებული პროფესორის ეკა დევიძის, ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის და მოწვეული ლექტორის ნინო დევიძის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო: “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia.” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ტურისტული კომპანიის “აღმოაჩინე საქართველო” დამფუძნებელი და თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის საგანმანათლებლო
IBSU-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი და უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი, ეკატერინე არჩვაძე კოზმინსკის უნივერსიტეტში 2025 წლის პერსონალის საერთაშორისო კვირეულს დაესწრო. ღონისძიება, რომელიც ერაზმუს+ მობილობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავდა ევროპული უნივერსიტეტებისა და მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობის გაძლიერებას. ორმოცდასამი წარმომადგენელი სამოცი ქვეყნიდან მონაწილეობდა შეხვედრებში, სემინარებში, სადისკუსიო სესიებსა და კულტურულ ღონისძიებებში, რომლებიც მიზნად ისახავდა იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ინტერნაციონალიზაციის, სტუდენტთა გაცვლისა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დებრეცენის უნივერსიტეტთან (უნგრეთი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღმოსავლეთ უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მდებარე უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს მედიცინის, ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების, ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართულებებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფრანგულ ბიზნეს სკოლასთან (IPAC France) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. IPAC-ის კამპუსები მდებარეობს როგორც საფრანგეთში, ისე შვეიცარიაში. უნივერსიტეტის პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, ტურიზმი, საერთაშორისო ვაჭრობა და ციფრული მენეჯმენტი. IPAC სტუდენტებს აძლევს თანამედროვე კონკურენტულ გლობალურ შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მადრიდში მდებარე უნივერსიტეტი აერთიანებს ICAI-ის საინჟინრო სკოლას, ICADE-ის ბიზნესისა და სამართლის სკოლასა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს. კომილას პონტიფიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, როგორებიცაა ინჟინერია, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ფსიქოლოგია და სოციალური მუშაობა.