• ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა Odoo Bootcamp-ს უმასპინძლა

    ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა Odoo Bootcamp-ს უმასპინძლა

    IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა უმასპინძლა საერთაშორისო Odoo Bootcamp-ს, რომელიც გაიმართა კომპანია FMG-ისა და გლობალური ERP პლატფორმა Odoo-ს ინიციატივით! Bootcamp-ის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა: გაცნობოდნენ თანამედროვე ბიზნესის მართვის ერთ-ერთ წამყვან სისტემას — Odoo-ს მიეღოთ 24 თვიანი უფასო წვდომა პროგრამულ უზრუნველყოფასა და სასწავლო რესურსებზე შეხვედროდნენ საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს პირადად ჩართულიყვნენ პრაქტიკულ ვორქშოპებში შემდეგ მიმართულებებში: ბუღალტერია

  • IBSU-ში მორიგი უფასო პროექტი „იმიტირებული სასამართლო“ გაიმართა

    IBSU-ში მორიგი უფასო პროექტი „იმიტირებული სასამართლო“ გაიმართა

    სკოლის მოსწავლეებისთვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უფასო პროექტი “იმიტირებული სასამართლო“ გაიმართა. პროექტის ფარგლებში, IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტებმა მონაწილეებს გააცნეს სასამართლო პროცესის სტრუქტურა და პროფესიის სპეციფიკა. როლური თამაშებითა და თეორიული ნაწილით მიღებული ცოდნით სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული სასამართლო პროცესის სიმულაციაში. ტრენინგის ბოლოს პროექტის მონაწილეებს გადაეცათ IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები და სერტიფიკატები.

  • IBSU-მ რუმინეთის ორადეას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    IBSU-მ რუმინეთის ორადეას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და ბიზნესის სკოლამ უმასპინძლეს შეხვედრას რუმინეთის ორადეას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ პროფ. დოქტორი ალინა ბედულესკუ, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი დანიელ ბედულესკუ. შეხვედრა ფოკუსირებული იყო აკადემიურ პროგრამებს შორის თავსებადობის გაძლიერებაზე, სამომავლო თანამშრომლობის პროექტების ხელშეწყობასა და აკადემიური გამოცდილების გაცვლის ფასილიტაციაზე.

  • იაპონელი დიზაინერის ნაო ტოკუდას საჯარო ლექცია

    იაპონელი დიზაინერის ნაო ტოკუდას საჯარო ლექცია

    IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ უმასპინძლა მრავალი ჯილდოს მქონე იაპონელ დიზაინერს, ნაო ტოკუდას, რომელმაც საჯარო ლექცია ჩაატარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. ნაო ტოკუდა უკვე ერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან, ხოლო მისი მოწვევა IBSU-ს საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელდა „არქიტექტურული პრემია 2024“-ის გამარჯვებული სტუდენტის დავით ასანიძის უშუალო ჩართულობით. ლექციის დროს

  • IBSU-მ მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    IBSU-მ მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროების განსახილველად. IBSU-ს წარმომადგენლები შეხვდნენ Erasmus+ ინსტიტუციურ კოორდინატორს რეენა შლიფაკეს და კონტრაქტების მართვის მენეჯერს იულიან ცეპელს.  

  • სენტ მერის უნივერსიტეტის დოქტორის ვორქშოპები IBSU-ში

    სენტ მერის უნივერსიტეტის დოქტორის ვორქშოპები IBSU-ში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სემინარების სერიას განათლების მეცნიერების დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. სენტ მერის უნივერსიტეტის დოქტორმა ჯუნ რუივივარმა ჩაატარა შემდეგი სემინარები: “ტექნოლოგიის გამოყენება მასწავლებლების რეფლექსური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად” და “მასწავლებელი სუპერგმირი: სტრატეგიული თამაში პროფესიული იდენტობის შესაქმნელად”.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES