- 24/04/2025
- By მარიკა
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა, სიახლეები
- 174
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ტური ჩატარდება 12,13 და 14 ივნისს, 12:00 საათზე. კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო და ადგილზე უნდა შეასრულონ დავალება. ტურის ფრაგლებში კანდიდატს ეძლევა 60 წუთი, რათა დამატებით შეასრულოს მის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან თითო–თითო მცირე ფრაგმენტი. კანდიდატის მიერ წარდგენილი პორტფოლიო ა) გეომეტრიული ფიგურის (კუბი, სფერო, პირამიდა, კონუსი, პარალელეპიპედი, ცილინდრი ან სხვა) სულ მცირე 2
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბრნოს ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის წარმომადგენელს, ზუზანა იანკოვას. ჩეხი სტუმარი შეხვდა ბიზნესის სკოლის დეკანს, დარა აჰმედს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გეგმები, გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი პროექტები.
სტუდფესტი 2025-ის აქტივობებზე რეგისტრაცია დაიწყო! ფესტივალი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო, თბილისის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია უწევენ ორგანიზებას, წელს მეორედ იმართება. 2024 წელს ფესტივალში 25,000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და 665 გამარჯვებული გამოვლინდა სხვადასხვა კატეგორიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, უნივერსიტეტების სახელით იასპარეზონ სპორტის მრავალ სახეობაში: ჩოგბურთი, პადელი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, სასტენდო სროლა,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) პროექტის ‘პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში’ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროექტის დახურვის ცერემონიაზე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საფინალო ნამუშევრები. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებს, არქიტექტურულ ჩანახატებს (სქეჩინგი), ხაზვასა და მაკეტის შექმნას (მოდელირება). ლექციებს უძღვებოდნენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.