- 171
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ალმერიის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ალმერიის უნივერსიტეტი ესპანეთში გამოირჩევა მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და კვლევის მხარდაჭერით, რომლის ძლიერი მხარეა ბიზნესის, სოციალური მეცნიერების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებისა და გარემოსდაცვითი კვლევების მიმართულებები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი 2025 ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას და რეალური ბიზნეს აზროვნების წახალისებას. სამრაუნდიანი კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა იმუშავეს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ შემუშავებულ რეალურ ქეისებზე და მულტიდისციპლინური ანალიზის საფუძველზე წარმოადგინეს არგუმენტირებულ და ინოვაციურ სტრატეგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტები აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მენტორები, წარმატებული პრაქტიკოსი სპეციალისტები,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ბრემენში (გერმანია) მდებარე უნივერსიტეტი, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ განათლებაზე, ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ინჟინერიის, ბიზნესის, სოციალური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტის “საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის” ფინალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი შამათავამ პროექტის გამარჯვებული მოსწავლე სერტიფიკატითა და ბრენდირებული საჩუქრით დააჯილდოვა. კამპუსში ჩატარებულ ტრენინგებზე სკოლის მოსწავლეებმა ისწავლეს იდეების გასაგებად და დამაჯერებლად წარმოჩენა, ეფექტური საჯარო გამოსვლა/პრეზენტაციის მომზადება და სხეულის ენის სწორად გამოყენება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტთან (VSB), რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტია. VSB-ში მოქმედი პროგრამები მოიცავს ინჟინერიას, ტექნოლოგიებს, ეკონომიკას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ინგლისურ და ჩეხურ ენებზე.