- 06/12/2024
- By Guja
- In IBSU მედიაში
- 375
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მორიგი სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო. ვრცლად
IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები – ლორენ უილიამსონი, საიაურ ბახტიაროვი და ვიქტორ სვეზი; ასევე, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებმა პრეზენტაცია წარადგინეს, ხოლო საზეიმო განწყობის შესაქმნელად, სტუდენტებმა და პროფესორმა კახი ქენქაძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მიერ ინიციირებული ტრანსფერული უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლის ფარგლებში, სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა გამართა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა ირაკლი შამათავამ თემაზე “საქმიანი კომუნიკაცია.” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებმა ვორქშოპის დახმარებით ისწავლეს ეფექტური, გასაგები და კორექტული მესიჯის ფორმულირების ტექნიკები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, დოქტორი ნათელა დოღონაძე ეწვია დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტს (UniWA) ათენში, საბერძნეთი #Erasmus + პერსონალის მობილობისა და ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში. პროფესორი ნათელა დოღონაძე დაესწრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მეცნიერების მეოთხე საერთაშორისო კვირეულის ინაუგურაციის ცერემონიას 11 ქვეყნის (ალბანეთი, საქართველო, საბერძნეთი, კენია, მოლდოვა, მონტენეგრო, უგანდა, უკრაინა და სხვ.) მონაწილეობით.