- 291
- 0
შავი ზღვის საერთაშოირსო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეროს ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებენ. GSI (Gender and Sexuality Initiative) არის “UN Association of Georgia”-ს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებასა და ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში შემეცნებითი სემინარებით, “Workshop”-ებითა და სხვადასხვა აქტივობებით – დებატებით, ჯგუფური სამუშაოებით, Q&A სესიებითა და ქვიზებით, რომლებიც განხორციელდება სხვადასხვა არასამთავრებო
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებით 7 დეკემბერს 12.00-13.00-ზე, ონლაინ, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე – რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები. მომხსენებელი – გიორგი გოგუა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტ მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი. შეხვედრის ენა: ქართული შეხვედრის ლინკი: https://rb.gy/zidkqz
მოგესალმებით, შეგახსენებთ რომ, გრძელდება სტატიების კონკურსი 2021 წლის 3 დეკემბრამდე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მეოთხე (დეკემბრის) ნომრისთვის. ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com „სამართლის მაცნე“ გახლავთ „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ პერიოდული გამოცემა. ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი ISSN 2667-9434. კონკურსის თემატიკა ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს დიჯითალ ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც #IBSU სტუდენტებს საშუალება ექნებათ კომპანიაში გაიარონ სტაჟირება, ჩაერთონ პროექტებში და ასევე დასაქმდნენ ამავე კომპანიაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი ,,Timeshare Simplified and Vacations Simplified”. ვებინარის თემა იყო ,,სასტუმრო ინდუსტრია კოვიდ -19 დროს და ,,TimeShare” ბიზნესის უპირატესობები.” ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ,,Timeshare Simplified and Vacations Simplified”-ს პრეზიდენტი ტონი ავიტია. ვებინარი ჩატარდა Google Meet პლატფორმის მეშვეობით. IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის