- 09/11/2021
- By PR
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 174
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამის სტუდენტებისთვის 18 ნოემბერს, 15:00 საათზე მასტერკლასს ჩაატარებს ასოცირებული პროფესორი ირაკლი ხვთისიაშვილი. მასტერკლასის თემაა ფსიქოლოგია მარკეტინგში. სამუშაო ენა: ქართული. მასტერკლასი ჩატარდება უნივერსიტეტში, მცირე საკონფერენციო დარბაზში, A101. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. სარეგისტრაციო ბმული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სამართლის სამეცნიერო კონფერენცია ფილოსოფიაში. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი. კონფერენციის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო ნამუშევარი კი გამოქვეყნდება თანამედროვე სამართლის ჟურნალის შემდეგ ნომერში, რომელიც ფაკულტეტის მიერ მზადდება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო, ივანე ჯავახიშილის თბილისის სახელმწიფო, კავკასიის, თავისუფალი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტების სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტმა უმასპინძლა ბრაზილიელ პროფესორს მარკუს ვინიციუს დე ფრეიტასს, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, დოქტორს საფფეთ ბაირაქთუთანს და ჩაატარა ლექცია საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებისთვის. ლექციის თემა იყო „ახალი მსოფლიო წესრიგი ჩინური მახასიათებლებით“. ლექტორმა ისაუბრა ჩინეთის როლზე თანამედროვე მსოფლიო წესრიგში. ყურადღება გაამახვილა კიბერ ომზე, როგორც მსოფლიო წესრიგისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გამოწვევაზე; კოვიდ 19-ის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტი “შექმენი IBSU-ს ანიმაციური პერსონაჟი” დასრულდა. კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა უნივერსიტეტის ანიმაციური პერსონაჟის (თილისმის) ვექტორული ფაილის შექმნას, 9 სტუდენტი მონაწილეობდა. იბსუ-ს სტუდენტთა და ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გახდა უნივერსიტეტის ფინანსების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი სერგო შაგინოვი. სერგო შაგინოვს უნივერსიტეტის კანცლერი ექრემ დინდაროლი შეხვდა, წარმატება მიულოცა და პრიზი