- 29/03/2021
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 0
- 0
ძვირფასო აბიტურიენტებო, კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. როგორც უკვე გაცნობეთ, უნივერსიტეტი აკრედიტირებულ რეჟიმში ახორციელებს კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამას. აბიტურიენტთა 2021 წლის ცნობარის მომზადების პერიოდში, აღნიშნული პროგრამა გადიოდა ხელახალ აკრედიტაციას და არ იძებნებოდა აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. მიმდინარე წლის 19 მარტს პროგრამამ გაიარა ხელახალი აკრედიტაცია და აისახა აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. გმადლობთ,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტსა და Legal Service Group/ლიგალ სერვის გრუპი, გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია – Law Firm Of Giorgi Zarnadze ,Kakushadze Law Office-სა და LTD Law Firm Geto Project-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის გზით. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება
TOLES – TEST OF LEGAL ENGLISH SKILLS შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო სამართლებრივი ინგლისური ენის – TOLES Legal საგამოცდო ცენტრს საქართველოში. TOLES Legal სერტიფიკატი აღიარებულია ბიზნეს სამართლის დარგში მსოფლიოს მოწინავე იურიდიული კომპანიების მიერ. გამოცდა, მეტწილად, ორიენტირებულია გრამატიკისა და ლექსიკის შემოწმებაზე. გამოცდა არის სამი დონის: FOUNDATION;HIGHER;ADVANCED 2021 წლის საგამოცდო თარიღები : 24 ივნისი/18
20 და 21 მარტს გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL III) მეექვსე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 12 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას საქართველოს სკოლებში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე „კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი“ მოწვეული სპიკერი: ირაკლი კაკუბავა- ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯის მაგისტრი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით. ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია : https://docs.google.com/…/1NbsLP58lXbePg9LSE8PIlrg…/edit რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 22 მარტი, 21:00 სთ.
გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთაობაზე, არიან