- 324
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL III) მესამე მოდულის ტრენინგი გაიმართა – თბილისისა და რუსთავის 12 სკოლის მასწავლებლებთან. მონაწილეებს ტრენინგის ბოლოს თაბები გადასცეს. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია კომერციული სამართლის აქტუალური საკითხები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ატარებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას კომერციული სამართლის აქტუალური საკითხები კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. შეხვედრის ადგილი : IBSU A 505 თარიღი: 17.02.2020 დრო: 15:00
საკონსულტაციო კომპანია TBSC-სა და გრანტ ტორნტონის მიერ ორგანიზებული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი 2020 წლის 30 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით გასულ წელს ტექნოპარკში გაიმართა ბიზნეს ქეისების შეჯიბრი, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღირსეული გამარჯვებით დასრულდა. ბიზნესისა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის ხელმძღვანელებსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო საგანტო AUF-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, საფრანგეთის სხვადასხვა კომპანიაში, იბსუს სტუდენტების სტაჟირების შესაძლებლობები განიხილეს. იმ საგნებში, რომლებიც პრაქტიკის კომპონენტს შეიცავს, სტაჟირება 2020 წლის 1 აპრილიდან – 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
თბილისის ბიზნესაქსელერატორი Spark-ი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტთან ერთად აქსელერაციის პროგრამას იწყებს. პროგრამა გულისხმობს ბიზნესის ადმინისტირების მიმართულების სტუდენტების მენტორინგს სამეწარემო საქმიანობაში, მათ შორის კონსულტაციის გაწევას, ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე. პრეაქსელერეციის პროგრამა სხვადასხვა სილაბუსზე იქნება მიბმული და სტუდენტები საბოლოო პროდუქტს წარადგენენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა ევროპარლამენტიდან მოწვეულ სტუმარს, ბ-ნ რომან სტრასერს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი წაიკითხავს სალექციო კურსს: „როგორ მუშაობს ევროკავშირი პრაქტიკაში?“. სალექციო კურსი სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით, უშუალოდ იმ პირისგან, ვინც ორგანიზაციის სტრუქტურაში წლების განმავლობაში მუშაობს, როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი. კურსის ფარგლებში, ბ-ნი სტრასერი, ასევე