- 269
- 0
5 დეკემბერს დაიწყო პროექტ “ბიზნეს ანბანის” მორიგი ტრენინგი. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ 80-მდე სკოლის მოსწავლე გადანაწილდა ჯგუფებში.4 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ, მიიღეს ინფორმაცია თითოეული პროფესიისათვის დამახასიათებელი სპეციფიკისა და იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რომლებიც საჭიროა ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისათვის. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს ეპოვათ საკუთარი თავი ბიზნესში და აღმოეჩინათ აქამდე მათთვის უცნობი უნარ-ჩვევები.მოსწავლეებმა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს უმასპინძლა. სტუმარმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “ინფლაცია და მისი გაანგარიშების მეთოდიკა’’. პრეზენტაცია ინტერაქტიული იყო და მასში სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს, რომელთაც გაცვლითი პროგრამების შესახებ გამართეს პრეზენტაცია. საუბარი შეეხო სრული დაფინანსებისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს ამერიკის უნივერსიტეტებში.
2019 წლის 6 დეკემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა, პირველი კურსელი სტუდენტების მშობლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. ფაკულტეტის დეკანი მიესალმა სტუმრებს და გააცნო ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი. პროგრამის ხლმძღვანელმა ილია ბოცვაძემ, კი გააკეთა ინფორმაციული სახის პრეზენტაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საჭირო და აუცილებელი წესებისა და რეგულაციების, პროექტების, სასწავლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მშობლებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა უმასპინძლა აშშ – ს AYN RAND ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. დოქტ. იარონ ბრუკს. პროფ. დოქტ. იარონ ბრუკსმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “კაპიტალიზმის მორალი’’. პრეზენტაცია ინტერაქტიული იყო, სადაც სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ორგანიზებით მადლიერების დღე აღინიშნა. სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა სტუმრებს ნუგბარით უმასპინძლეს და მუსიკალური ნომერი მოუმზადეს. სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანაშემწე პრესის და ინფორმაციის საკითხებში ალთია ქოლი მერფერი, ამერიკელი ფულბრაიტის პროფესორები: დონა ფარინა, მერი ბოლდრიჯი, რებეკა პედერსონი და მატ ზალსანფი.