• IBSU-ს მარკეტერები ზუგდიდის, ხობისა და ფოთის საჯარო სკოლების აბიტურიენტებს შეხვდნენ

    IBSU-ს მარკეტერები ზუგდიდის, ხობისა და ფოთის საჯარო სკოლების აბიტურიენტებს შეხვდნენ

    IBSU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ შოშიაშვილი და სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შემათავა მარკეტერ სტუდენტებთან ერთად ზუგდიდის, ხობისა და ფოთის საჯარო სკოლების აბიტურიენტებს შეხვდნენ. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ IBSU-ს სასწავლო პროგრამებს, შიდა გრანტებს, შეღავათებს, სტუდენტურ ცხოვრებასა და მიმდინარე სიახლეებს. შეხვედრის დასასრულს მარკეტერებმა აბიტურიენტები IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრებით დაასაჩუქრეს.

  • IBSU-ს შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი 3×3 კალათბურთში

    IBSU-ს შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი 3×3 კალათბურთში

    IBSU-ს შიდასაუნივერსიტეტო ტურნირს 3×3 კალათბურთში დიდი დიღმის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი მასპინძლობდა. ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძის, გიორგი ხუჭუასა და გიორგი გოგრიჭიანის შემადგენლობით. გამარჯვებული გუნდი უნივერსიტეტისგან სიმბოლურ საჩუქრებსა და ფულად ჯილდოს მიიღებს. ტურნირი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ფინანსური

  • აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის შეხვედრა გამართა

    აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის შეხვედრა გამართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით,  აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა თათა თოდრიამ IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ში გაცვლითი პროგრამები, მათ შორის Fulbright Visiting Scholars Program, Hubert H. Humphrey Fellowship Program, Fulbright TEA, FFDP, SUSI და მათში მონაწილეობის პირობები. ასევე, მოწვეულმა სპიკერმა მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

  • IBSU-ში მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი ჩატარდა

    IBSU-ში მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანმა და პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში გიორგი მახარაშვილმა სკოლის მოსწავლეებისთვის სამედიცინო დახმარების უფასო მასტერკლასი ჩაატარა. მასტერკლასის მონაწილეები გაეცნენ სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდებს, სიცოცხლის ბაზისურ ალგორითმს, უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკას და პირველად დახმარებას სისხლდენების დროს. მომდევნო ტრენინგი ჩატარდება მარტში.

  • IBSU-ში მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი გაიმართა

    IBSU-ში მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი გამართა. IBSU-ს უფასო პროექტის ფარგლებში, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების მომზადების ეფექტური ტექნიკები და სხეულის ენის სწორად გამოყენება. საჯარო გამოსვლების ჩემპიონატს უძღვებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ირაკლი შამათავა, რომელმაც ისაუბრა რიტორიკისა

  • მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით IBSU-ში გაიმართა ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”

    მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით IBSU-ში გაიმართა ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”

    UNESCO-ს ეგიდით დაფუძნებულ “მეცნიერების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმას. ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ, რომელმაც ისაუბრა მეცნიერების როლსა და აკადემიური პერსონალის, ისევე, როგორც

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES