- 300
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აშშ-ს ილინოისის შტატის (ქ.ჩიკაგო) უნივერსიტეტების ორი პროფესორი სტუმრობდა. დეპოლის უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების დირექტორმა ჯოენ მარტინმა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ონლაინ სწავლების უპირატესობები გააცნო. ლოიოლას უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების დეპარტამენტის დირექტორი რიშელ როჯერსი კი ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების პედაგოგებს მულტიმედიის სწავლების უახლეს მეთოდებზე ესაუბრა. დღის მეორე ნახევარში, სტუმრებმა კონსულტაციები ჩაატარეს და
5 დეკემბერს დაიწყო პროექტ “ბიზნეს ანბანის” მორიგი ტრენინგი. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ 80-მდე სკოლის მოსწავლე გადანაწილდა ჯგუფებში.4 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ, მიიღეს ინფორმაცია თითოეული პროფესიისათვის დამახასიათებელი სპეციფიკისა და იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რომლებიც საჭიროა ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისათვის. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს ეპოვათ საკუთარი თავი ბიზნესში და აღმოეჩინათ აქამდე მათთვის უცნობი უნარ-ჩვევები.მოსწავლეებმა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს უმასპინძლა. სტუმარმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “ინფლაცია და მისი გაანგარიშების მეთოდიკა’’. პრეზენტაცია ინტერაქტიული იყო და მასში სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს, რომელთაც გაცვლითი პროგრამების შესახებ გამართეს პრეზენტაცია. საუბარი შეეხო სრული დაფინანსებისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს ამერიკის უნივერსიტეტებში.
2019 წლის 6 დეკემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა, პირველი კურსელი სტუდენტების მშობლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. ფაკულტეტის დეკანი მიესალმა სტუმრებს და გააცნო ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი. პროგრამის ხლმძღვანელმა ილია ბოცვაძემ, კი გააკეთა ინფორმაციული სახის პრეზენტაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საჭირო და აუცილებელი წესებისა და რეგულაციების, პროექტების, სასწავლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მშობლებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა უმასპინძლა აშშ – ს AYN RAND ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. დოქტ. იარონ ბრუკს. პროფ. დოქტ. იარონ ბრუკსმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “კაპიტალიზმის მორალი’’. პრეზენტაცია ინტერაქტიული იყო, სადაც სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.