• სემინარი თემაზე: ,,ტურიზმი, მოგზაურობის მოტივაცია“

    გურამ შეროზია ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა, სემინარი თემაზე: ,,ტურიზმი, მოგზაურობის მოტივაცია“

  • საჩუქარი პირველკურსელებს

    საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად საავტორო სახელძღვანელო- “კონსტიტუციური სამართალი”. 2019 წლის 2 ოქტომბერს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა ეკატერინე ბაკარაძემ და კონსტიტუციური სამართლის ლექტორმა ბატონმა ვახტანგ ჟვანიამ სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებს დაურიგეს აღნიშნული წიგნები და გააცნეს კონსტიტუციური სამართლის ზოგადი არსი.

  • საჯარო ლექცია

    2019 წლის 26 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით დაიწყო მოწვეული სპიკერის პროექტი. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის პირველი სტუმარი გახლდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ბატონი ლევან თევზაძე. მოწვეულმა სპიკერმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: სამოსამართლო სამართალი. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ლექცია სამოსამართლო სამართლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ და მონაწილეობა

  • მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“

    27- 28 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო კულტურული ტური,  ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა უმასპინძლეს  სტუმრებს.

  • სტივენ პემბერტონის საჯარო ლექცია თემაზე: „ინტერნეტის ეფექტი“

    26 სექტემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა უმასპინძლა ჰოლანდიის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის Centrum Wiskunde & Informatica (CWI) ჯგუფის მკვლევარს სტივენ პემბერტონს, ინტერაქტიული სისტემების ჯგუფის მკვლევარს. საჯარო ლექციის თემა იყო: „ინტერნეტის ეფექტი“ საჯარო ლექცია გაიმართა თბილ გარემოში. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ კვალიფიციური პასუხი.

  • საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

    2019 წლის 17 სექტემბერს, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან. ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. ასევე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შინაგანაწესის, შეფასების სისტემის შესახებ. მათ აუხსნეს საგამოცდო პროცესის არსი, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესები. ასევე, სტუდენტები ინფორმირებულნი გახდნენ თავიანთი და ლექტორის უფლებების შესახებ.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES