- 20/11/2024
- By მარი ლეთოდიანი
- In სიახლეები
- 316
- 0
IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის 3×3 კალათბურთში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძის, გიორგი ხუჭუასა და გიორგი გოგრიჭიანის შემადგენლობით. ტურნირი, რომელსაც დიდი დიღმის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი მასპინძლობდა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ‘ბიზნეს ანბანის’ მომდევნო ტრენინგი ჩაატარეს. IBSU-ს უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ფინანსებისა და ტურიზმის შესახებ. მომდევნო ტრენინგი გაიმართება 21-22 დეკემბერს.
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამამ ტრანსფერული უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლი დაიწყო, რომლის პირველი შეხვედრა ჩაატარა ნიკა ნათენაძემ, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელმა თემაზე “კარიერის დაგეგმვა, ეფექტური რეზიუმე და ინტერვიუ.” სტუდენტემა პრაქტიკულად განხილეს პროფესიული და არაფორმალური კარიერული განვითარების შესაძლებლობები და გაეცნენ როგორ შეიმუშაონ ეფექტური გეგმები სამომავლოდ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, მარიამ რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი ჩალაბაშვილი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ესტუმრნენ ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს გერმანიაში და მონაწილეობა მიიღეს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” სტუდენტების მეორე ნაკადის მიღების ოფიციალურ საზეიმო ცერემონიაში. IBSU-ს დელეგაცია საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით წარდგა და დამსწრე სტუმრებს გააცნო ინფორმაცია IBSU-ში სასწავლო პროცესების,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი დარა აჰმედი არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში შეხვდა საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს და მათი უკუკავშირი მოისმინა. შეხვედრების ციკლის “ყავა და ჩაი დეკანთან” ფარგლებში, ბიზნესის სკოლის დეკანმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, საგანმანათლებლო პროცესებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა ირაკლი შამათავამ, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნინი ჩალაბაშვილთან და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანთან, მარიამ რაზმაძესთან ერთად პროფესორს, დოქტორ ჰაიკო ჯონი მანიეროს უმასპინძლა, რომელიც ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წევრია. პროფესორი ჰაიკო ჯონი მანიერო აკადემიურ-სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ევროპის წამყვან ქვეყნებში. ამასთან, 2014 წლიდან, გერმანიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებული ოფიცერია. ის