- 27/09/2019
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 173
- 0
27- 28 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო კულტურული ტური, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა უმასპინძლეს სტუმრებს.
26 სექტემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა უმასპინძლა ჰოლანდიის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის Centrum Wiskunde & Informatica (CWI) ჯგუფის მკვლევარს სტივენ პემბერტონს, ინტერაქტიული სისტემების ჯგუფის მკვლევარს. საჯარო ლექციის თემა იყო: „ინტერნეტის ეფექტი“ საჯარო ლექცია გაიმართა თბილ გარემოში. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ კვალიფიციური პასუხი.
2019 წლის 17 სექტემბერს, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან. ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. ასევე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შინაგანაწესის, შეფასების სისტემის შესახებ. მათ აუხსნეს საგამოცდო პროცესის არსი, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესები. ასევე, სტუდენტები ინფორმირებულნი გახდნენ თავიანთი და ლექტორის უფლებების შესახებ.
თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „სილქნეტი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. წინანდლის უნიკალური ბაღი ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა. მწვანე თარგი – სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი. I
Sorry, this entry is only available in Eng.
იბსუში გადმოსვლის მსურველთათვის ყველა ის სასწავლო გრანტი და შიდა დაფინანსება იმოქმედებს, რომელიც უნივერსიტეტს აქვს. შეგახსენებთ, რომ იბსუში არაერთი შიდა გრანტი მოქმედებს, როგორიცაა ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი სტუდენტების დაფინანსება, ასევე, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების შიდა გრანტებით უზრუნველყოფა და სხვა. გაეცანით სასწავლო პირობებსა და გრანტებს: https://goo.gl/514RL5 შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ! მობილობის წესით