მე-4 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ ორგანიზატორი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი თარიღი სექტემბერი 27-28, 2019 ჩატარების ადგილი თბილისი, საქართველო ვებგვერდი https://halc.ibsu.edu.ge/ შინაარსი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-4 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ ატარებს გორის სახელმწიფო სასწავლო
14 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა გასვლითი ლექცია თემაზე ”სპორტი და ეროვნული იდენტობები”. სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს დინამო არენამ უმასპინძლა. შეხვედრა სიმბოლურად ეძღვნებოდა 1981 წლის 13 მაისს თბილისის ”დინამოს” მიერ უეფას თასების მფლობელთა თასის მოგებას და ამ მოვლენის ეროვნულ მნიშვნელობას ქართული საზოგადოებისთვის. სტუდენტებისთვის ლექციები გამართეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ისტორიკოსმა დავით
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი კახაბერ ჯაყელი და მენეჯმენტის კოორდინატორი მაკა ბუღულაშვილის დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად 17,18,19 და 20 მაისს მონაწილეობდნენ MBA კონგრესში, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ორგანიზებით. აღსანიშნავია, რომ 20 მაისს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში გაიმართა მარკეტინგული სცენარის შექმნის ოლიმპიადა, რომელიშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. ჩვენმა
გვსურს გაცნობოთ, რომ იაპონიის მთავრობა ყოველწლიურად აცხადებს სტიპენდიებს მკვლევარის და საბაკალავრო პროგრამებზე, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე. ინფორმაცია 2020 წლის სტიპენდიების შესახებ განთავსებულია იაპონიის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე და ასევე საელჩოს ფეისბუქ გვერდზეც (https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/cultureandinformation20180207.html ). საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 7 ივნისი. (https://bit.ly/2vhYCPl) ინფორმაცია ასევე განთავსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საიტზე. (https://bit.ly/2HitTHF) დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ საელჩოს კულტურის განყოფილებას.
13 მაისს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ქალაქ თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზება მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული მასწავლებლისა და ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, პრეზენტაციები წარედგინათ ინგლისურ ენაზე.
2019 წლის 7 მაისს, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია მე-7 ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას ; ფაკულტეტის ბაკალავრიტისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე: განათლება, ლიტერატურა, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკის პოლიტიკა, კულტურა და ა.შ.