- 30/09/2019
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 0
- 0
2019 წლის 26 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით დაიწყო მოწვეული სპიკერის პროექტი. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის პირველი სტუმარი გახლდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ბატონი ლევან თევზაძე. მოწვეულმა სპიკერმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: სამოსამართლო სამართალი. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ლექცია სამოსამართლო სამართლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ და მონაწილეობა
27- 28 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო კულტურული ტური, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა უმასპინძლეს სტუმრებს.
26 სექტემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა უმასპინძლა ჰოლანდიის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის Centrum Wiskunde & Informatica (CWI) ჯგუფის მკვლევარს სტივენ პემბერტონს, ინტერაქტიული სისტემების ჯგუფის მკვლევარს. საჯარო ლექციის თემა იყო: „ინტერნეტის ეფექტი“ საჯარო ლექცია გაიმართა თბილ გარემოში. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ კვალიფიციური პასუხი.
2019 წლის 17 სექტემბერს, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან. ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. ასევე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შინაგანაწესის, შეფასების სისტემის შესახებ. მათ აუხსნეს საგამოცდო პროცესის არსი, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესები. ასევე, სტუდენტები ინფორმირებულნი გახდნენ თავიანთი და ლექტორის უფლებების შესახებ.
თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „სილქნეტი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. წინანდლის უნიკალური ბაღი ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა. მწვანე თარგი – სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი. I
Sorry, this entry is only available in Eng.