- 29/05/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები, ბიზნესის სკოლა
- 535
- 0

IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი დარა აჰმედი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასისტენტ პროფესორს, სანდიპ გულერიას შეხვდა, რომელიც ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. პროფესორ გულერიას ვიზიტი IBSU-ს ჩანდიგარის უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში რიგით მეორედ შედგა. მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ერთობლივად დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ობუდას უნივერსიტეტთან (ბუდაპეშტი) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. ობუდას უნივერსიტეტი უნგრეთში ფოკუსირებულია ინფორმატიკაზე, გამოყენებით მეცნიერებასა და ინჟინერიაზე. ასევე, გამორჩეულია აქტიური საერთაშორისო კოლაბორაციით, ერაზმუს + პროგრამებითა და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით.

გაიცანით IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ქრისტინე ჯანაშია რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი“ამერიკისმცოდნეობის პროგრამის არჩევა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გააზრებული და სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს მიმართულება ჩემთვის უბრალო აკადემიური გზა არ ყოფილა — ეს არის შესაძლებლობა, შეისწავლო ამერიკის ისტორია, პოლიტიკა, საზოგადოება და კულტურა მრავალმხრივად და თანამედროვე კონტექსტში.სასწავლო პროგრამა თეორიულ ცოდნასთან ერთად სთავაზობს სტუდენტს პრაქტიკულ გამოცდილებასაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა კორეის ტექნოლოგიებისა და კულტურის ინსტიტუტის წარმომადგენელს, პროფესორ სუნგდონ ჰვანგს. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობები.
